აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა – ზელენსკის ადმინისტრაცია
სანქციების პოლიტიკის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულმა, ვლადისლავ ვლასიუკმა უკრაინულ გამოცემას, РБК-Украина-ს უთხრა, რომ აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აღადგინა.
აქამდე, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ფონზე აშშ-ს საზღვაო გზით გადაზიდული რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციებზე საშეღავათო პერიოდი ჰქონდა გამოცხადებული.
ვლასიუკის თქმით, ამჟამად რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ხელახლა ამოქმედდა.
“აშშ-ს სანავთობო სანქციები “როსნეფტისა” და “ლუკოილის” წინააღმდეგ ძალაშია”. - თქვა ვლასიუკმა.
შეგახსენებთ, რომ 13 მარტს ჰორმუზის სრუტის დაკეტვისა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მზარდი ფასების ფონზე აშშ-მ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ნაწილი სანქციებისგან 30-დღიანი ვადით გაათავისუფლა.
მოგვიანებით, აშშ-მ რუსულ ნავთობზე სანქციების საშეღავათო პერიოდი 30-დღიანი ვადით კიდევ ორჯერ გაათავისუფლა.
18 მაისს გამოცხადებულ საშეღავათო პერიოდის ვადა 17 ივნისს ამოიწურა, თუმცა აშშ-ს გახანგრძლივების შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია.
25 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ ტრამპი საშეღავათო პერიოდის შესახებ გადაწყვეტილებას მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასების დინამიკის მიხედვით გადაწყვეტდა.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების დროს თითქმის სრულად ჩაიკეტა ჰორმუზის სრუტე - გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტერია, რომლის გავლითაც ჩვეულებრივ მსოფლიოს ნავთობისა და ზღვით გადაზიდული ბუნებრივი აირის ტანკერების დაახლოებით მეხუთედი გადის.