მსოფლიო
ზელენსკი: ამჯერად ჩვენი შორი რადიუსის შესაძლებლობების მასშტაბები მოსკოვის რეგიონმა იგრძნო
16 ივნისის დილის საათებში მოსკოვში, კრემლიდან 15 კილომეტრის დაშორებით მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონებით დარტყმას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე გამოეხმაურა:
“ამჯერად მოსკოვის რეგიონმა იგრძნო უკრაინის შორი რადიუსის შესაძლებლობების მასშტაბები. 500 კილომეტრის დაშორებით ნავთობქარხანას დავარტყით.” – წერს ზელენსკი.
“რუსეთს უნდა ვაიძულოთ, რომ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ომი დაასრულოს და უკრაინის შორი რადიუსის შეიარაღება ამ წნეხის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს რუსულ იერიშებსა და ომის გაჭიანურებაზე სამართლიანი პასუხია.” – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინამ კრემლიდან 15 კმ-ში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყა