Mango-ს დამფუძნებლის შვილი კატალონიაში მამის მკვლელობის ეჭვით დააკავეს
კატალონიის პოლიციამ ბარსელონაში, საკუთარ სახლში, დააკავა 45 წლის ჯონათან ანდიკი — მოდის გლობალური ბრენდ Mango-ს გარდაცვლილი დამფუძნებლის, ისაკ ანდიკის შვილი. გამოძიება მიმდინარეობს შესაძლო მკვლელობის მუხლით.
71 წლის ისაკ ანდიკი 2024 წლის დეკემბერში, ბარსელონასთან ახლოს, მონსერატის გამოქვაბულების მიდამოში „Les Feixades”-ის ბილიკზე ვარდნილ, სიმაღლიდან გარდაიცვალა. მასთან ერთად შვილი ჯონათანი ლაშქრობდა.
ხელისუფლება შემთხვევას თავდაპირველად უბედურ შემთხვევად შეაფასა. თუმცა, თითქმის ერთი წლის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ჯონათანი ოფიციალური გამოძიების სამიზნე გახდა — მის მიერ პოლიციასთვის მიცემული ჩვენება, სავარაუდოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მტკიცებულებებს ეწინააღმდეგება.
ჯონათანმა, ინციდენტის ერთადერთმა მოწმემ, მაშინ განაცხადა, რომ ვიწრო ბილიკზე მამაზე ოდნავ წინ მიდიოდა, ქვების ხმაური გაიგო, უკან მოიხედა და დაინახა, თუ როგორ ვარდებოდა მამა.
ოჯახის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ჯონათანი გამომძიებლებს ჩვენებას მისცემდა, სხვა დეტალებზე კი კომენტარისგან თავი შეიკავა.
ისაკ ანდიკმა Mango 1984 წელს დააარსა. გარდაცვალებამდე მისი ქონება დაახლოებით 4,5 მილიარდ დოლარად ფასდებოდა — ის ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო.