← მთავარი
მსოფლიო

კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა

22 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge · newposts.ge
კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერისა და პრემიერმინისტრის თანამდებობას ტოვებს. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აღიარა, რომ მისი პარტიის აზრით, ის ქვეყნის მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საუკეთესო კანდიდატურა აღარ არის. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სტარმერმა თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში პრემიერმინისტრის პოსტის დაკავებას მისი ცხოვრების “ყველაზე საამაყო მომენტი” უწოდა. მან აღნიშნა, რომ თავის დროზე მემკვიდრეობით მიიღო ლეიბორისტული პარტია, რომელიც “პოლიტიკურად, ფინანსურად და მორალურად გაკოტრებული” იყო. სტარმერის თქმით, პარტია სვამდა კითხვას, იყო თუ არა ის საუკეთესო ლიდერი მომავალი არჩევნებისთვის. პრემიერმა დასძინა, რომ მან “მოისმინა ეს პასუხი” და მას “ღირსეულად იღებს”. სტარმერმა გამოაცხადა, რომ მეფეს უკვე ესაუბრა და აღნიშნა, რომ თუ “მემკვიდრის” გამოსავლენად შიდაპარტიული არჩევნები ჩატარდება — ლეიბორისტების ახალი ლიდერი თანამდებობას სექტემბერში პარლამენტის მუშაობის განახლებამდე დაიკავებს. პრემიერმინისტრმა დაამატა, რომ ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლების ორგანიზებულად და შეუფერხებლად გადაბარების უზრუნველსაყოფად და სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს თავის “მემკვიდრეს”. სიტყვის დასასრულს სტარმერი ემოციური გახდა. მან თქვა, რომ ახლა დროა გახდეს საუკეთესო ქმარი და მამა თავისი “ფანტასტიკური მეუღლისა” და “ულამაზესი შვილებისთვის”. კირ სტარმერი: ინგლისში “ჩრდილოვანი ფლოტის” ნავთობტანკერი შეაჩერეს, რომელიც ინგლისის სრუტეში გავლას ცდილობდა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გადადგა ცნობისთვის, კირ სტარმერმა დიდ ბრიტანეთში მემარცხენე-ცენტრისტულ ლეიბორისტულ პარტიას 2024 წლის 4 ივლისის არჩევნებზე მოუტანა გამარჯვება, რის შემდეგაც თემთა პალატაში ლეიბორისტულმა პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა, რაც პარტიისთვის 1997 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური შედეგი იყო. ამ ტრიუმფიდან მეორე დღეს, 5 ივლისს, მეფე ჩარლზ III-მ მას ოფიციალურად სთხოვა ახალი მთავრობის ფორმირება, რითაც სტარმერმა პრემიერმინისტრის პოსტზე კონსერვატორი რიში სუნაკი შეცვალა. რიში სუნაკი ამ პოზიციას 2 წლის განმავლობაში იკავებდა, ხოლო მისი წინამორბედი, ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი 3 წელი იყო.

← მთავარი