"სუპერ ელ-ნინიო" იწყება: მეცნიერები 2027 წელს ისტორიაში ყველაზე ცხელ წლად ასახელებენ
ამერიკელმა მეცნიერებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ წყნარ ოკეანეში „ელ-ნინიო” — ბუნებრივი კლიმატური მოვლენა, რომელიც გლობალური ტემპერატურის მატებასთანაა კავშირში — დაიწყო. ეს პროცესი ეკონომიკას, სურსათის მარაგებს და მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
NOAA-ს (ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია) ივნისის პროგნოზით, 63-პროცენტიანი ალბათობა არსებობს, რომ ნოემბრიდან იანვრამდე „ძალიან ძლიერი ელ-ნინიო” დაფიქსირდეს — ისტორიაში 1950 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური. ბრიტანელი პროფესორი ადამ სკაიფი პროგნოზირებს, რომ 2027 წელს გლობალური დათბობის მაჩვენებელმა 1,5-გრადუსიან კრიტიკულ ზღვარს შეიძლება გადააჭარბოს.
რა საფრთხეს მოიტანს „სუპერ ელ-ნინიო”
მოვლენა განსხვავებულ რეგიონებზე განსხვავებულად, მაგრამ ერთნაირად დამანგრეველად მოქმედებს:
წყალდიდობები — პერუს ჩრდილოეთი, ეკვადორი, აღმოსავლეთ აფრიკა და ცენტრალური აზია.
გვალვა და ხანძრები — ავსტრალია, ინდონეზია და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთი; ეს პირდაპირ დარტყავს სოფლის მეურნეობასა და მსოფლიო სურსათის მარაგებს.
სურსათის კრიზისი — აღმოსავლეთ აფრიკაში „ელ-ნინიოს” გამოცხადება მილიონობით ადამიანისთვის განადგურებული მოსავლის, შიმშილობისა და გაძვირებული საკვების გამაფრთხილებელი სიგნალია.
„ელ-ნინიო” ჩვეულებრივ 2-დან 7 წლამდე ინტერვალით მეორდება და ერთი წელი გრძელდება. კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე კი მისი ეფექტი შეიძლება უპრეცედენტო აღმოჩნდეს.