ტრამპი: ირანელები ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან, ისინი კიბო არიან და უნდა მოვიშოროთ
„ირანელები ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან, ისინი კიბო არიან. ხომ იცით, კიბოს როგორ უნდა მოექცე? ის ადრეულ ეტაპზევე უნდა მოიშორო“, — ეს განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის არმიამ წუხელ ირანზე „ძლიერი დარტყმების სერია“ განახორციელა. ამერიკული მხარის განცხადებით, ეს იყო პასუხი ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.
დონალდ ტრამპმა პირველი კომენტარს ირანზე აშშ-ის მიერ წუხელ განხორციელებული დარტყმების შესახებ Sky News ავრცელებს.
„აშშ-ის სამხედრო ძალებმა წუხელ „ძალიან ძლიერი იერიში მიიტანეს. ისინი ავადმყოფები არიან. რაღაც სჭირთ. ჩვენ ვუთხარით: „წადით და თქვენს სამგლოვიარო საქმეებს მიხედეთო“, მათ კი, ამის ნაცვლად, გუშინ რაკეტების სროლა და გემებზე თავდასხმა დაიწყეს. ამიტომ, წუხელ მათ ძალიან მწარედ დავარტყით,“ — განაცხადა მან ანკარაში, NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრისას.
ტრამპის თქმით, ეს დარტყმები „20-ჯერ უფრო ძლიერი“ იყო, ვიდრე ირანის საპასუხო თავდასხმები.
მან განაგრძო: „მე მათ ვუთხარი, რომ ყოველ თქვენს დარტყმაზე ჩვენი პასუხი იქნება-მეთქი. რა თქმა უნდა, ისინი ბინძური მოთამაშეები არიან და ყველას ესხმიან თავს. ასე რომ, ისინი არ მოგვწონს, მე ისინი არ მიყვარს — ბოროტი ხალხია“.
ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ირანთან ბევრი დრო დაკარგა და „არ მგონია, საერთოდ ესმოდეთ, რას აკეთებენ“, მაშინ როცა სამშვიდობო შეთანხმება დიდი ხნის წინ უნდა გაეფორმებინათ.
ანკარაში ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს ჰკითხეს, დასრულდა თუ არა აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან საქმის დაჭერა აღარ სურს.
„ძალიან საინტერესო კითხვაა. ჩემი აზრით, ყველაფერი დასრულდა. მათთან საქმის დაიჭერა აღარ მსურს“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, — რაც შემეხება მე, ყველაფერი დასრულდა. დაველაპარაკები ჩვენს მომლაპარაკებლებს, მათ მოლაპარაკებების გაგრძელება სურთ. ჩაემი აზრით, მათთან ურთიერთობა უბრალოდ დროის ფუჭი კარგვაა“.
აშშ-მა ირანის დაბომბვა და ირანულ ნავთობზე სანქციები განაახლა— რა გახდა მიზეზი?
აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი 17 ივნისს მოაწერეს, რამაც ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირება შეაჩერა და მხარეებს 60-დღიანი ვადა მისცა საბოლოო, გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
თუმცა, აშშ-ის არმიამ წუხელ ირანზე „ძლიერი დარტყმების სერია“ განახორციელა. ამერიკული მხარის განცხადებით, ეს იყო პასუხი ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.