ტრამპი პეკინში ჩავიდა — ჩინეთი წითელი ხალიჩით დახვდა, ელონ მასკი და ტიმ კუკი თანაახლება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავიდა. აეროპორტში წითელი ხალიჩა, ლურჯ-თეთრ ფორმაში გამოწყობილი სამასი ბავშვი ამერიკული და ჩინური დროშებით, ასევე ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენგი დახვდა.
ჰან ჟენგმა და ტრამპმა ერთად გაიარეს წითელ ხალიჩაზე, ბავშვები სკანდირებდნენ: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.”
ვიზიტზე ტრამპს თან ახლავს მრავალრიცხოვანი გუნდი: სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი, სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი და ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, რომელიც სეულში ჩინელ კოლეგასთან სავაჭრო მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ პეკინში ჩამოვიდა.
ბიზნეს დელეგაციაში ათზე მეტი ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელია: Apple-ის CEO ტიმ კუკი, Tesla-ს CEO ელონ მასკი, Boeing-ის პრეზიდენტი კელი ორტბერგი, ასევე Meta, Blackrock, Goldman Sachs, Mastercard, Visa, Qualcomm და სხვა კომპანიების ხელმძღვანელები.