← მთავარი
მსოფლიო

"ინსტრუქტორი ამჯერად სიმაღლიდან თავად ხტება... თან ჰყავს პატარა გოგონა, რომელსაც თოკი არ უკეთია" - შემზარავი კადრები ხიდიდან, სადაც 21 წლის მარია დაიღუპა

16 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

ინტერნეტში შემაძრწუნებელი კადრები ვრცელდება, ბანჯი-ჯამფინგის ინსტრუქტორი რომელსაც ხელში ბავშვი ყავდა აყვანილი დიდი სიმაღლიდან გადახტა

სოციალურ მედიაში დრამატული კადრები გავრცელდა, სადაც ასახულია როგორ ასრულებს ბანჯი-ჯამფინგის მწვრთნელი, პატარა გოგონასთან ერთად, რომელსაც თოკი არ უკეთია საზარელ ილეთს, 40 მეტრის სიმაღლიდან.

კადრებში ჩანს, როგორ ეხუტება ბავშვი 32 წლის ლუის ფელიპე ფელიციანო ეგოროფს, რომელიც ე.წ. “ჩონჩხის ხიდიდან“ (Skeleton Bridge) ხტება, ზუსტად იმ ადგილიდან, სადაც გასულ შაბათს 21 წლის მარია ედუარდა როდრიგეს დე ფრეიტასი ტრაგიკულად დაიღუპა.

ეგოროფმა, რომელიც მარიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული სამი პირიდან ერთ-ერთია, სოციალურ ქსელში ამავე ხიდიდან შესრულებული უამრავი სარისკო ილეთის ვიდეო გაავრცელა. ერთ-ერთ კადრში ჩანს, როგორ უჭირავს ინსტრუქტორს ერთ ხელში თოკი, მეორეში კი მოღიმარი ბავშვი და ასე ხტება ხიდიდან. ეს განსაცვიფრებელი ვიდეო 2023 წელსაა გადაღებული, სამი წლით ადრე, სანამ მარია ბრაზილიაში, ლიმეირას მუნიციპალიტეტში, 13 ივნისს იმავე ადგილიდან გადავარდებოდა.

აღნიშნული კადრებთან ერთად, ინტერნეტში იმ საბედისწერო მომენტის ამსახველი ვიდეოც გამოჩნდა, რომელიც მარია ედუარდასთვის ფატალურად დამთავრდა. კადრები ასახავს როგორ უჭირავთ მარია ხელში თანამშრომლებს და შემდეგ კი ხიდის კიდიდან აგდებენ, რაც გოგონასთვის სიკვდილით მთავრდება.

თებერვლის კიდევ ერთ ვიდეოში ეგოროფი და სხვა ინსტრუქტორი ერთ ადამიანს ზუსტად იმ “თვითმფრინავის სტილის“ პოზაში უშვებენ ხიდიდან, რომელშიც მარია იმყოფებოდა გარდაცვალებამდე რამდენიმე წამით ადრე.

პოლიციის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მარია მიწას დაენარცხა, მისმა თანამშრომლებმა ტანსაცმელი გამოიცვალეს და ორმა მათგანმა ტერიტორიიდან გაქცევა სცადა. თუმცა ისინი მალევე დააკავეს. ეგოროფს და ვიდეოში მყოფ კიდევ ორ მამაკაცს, 27 წლის ვიტორ დე ფრეიტას გონსალვესსა და 42 წლის მაიკონ ფერნანდეს ცინტრას ბრალი განზრახ მკვლელობაში ედებათ. გასაკვირია, მაგრამ მამაკაცებმა პოლიციას განუცხადეს, რომ არ ახსოვთ, ვისი მოვალეობა იყო თოკის დამაგრება. სამართალდამცველებმა კიდევ სამი პირი დააკავეს, თუმცა მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ. “ჩონჩხის ხიდისთვის“ ტრაგედია უცხო არ არის 2024 წლის აპრილში, ამავე ხიდიდან 39 წლის ველოსიპედისტი ქალი გადავარდა და დაიღუპა. წყარო წაიკითხეთ ასევე:

“გოგონა დაცემის შემდეგ გარკვეული დრო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო” - ბანჯი-ჯამფინგის დროს, ბრაზილიაში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

← მთავარი