სპორტი
ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკომ" "სპორტინგთან" გუნდის 27 წლის დანიელი კაპიტნის, მორტენ იულმანის წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. გამოცდილი შუახაზელი, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილის კონკურენტია, მზადაა, 5+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმოს, თუმცა გარიგებას მხოლოდ ერთი ფაქტორი აყოვნებს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
24 წლის ფორვარდი ლადო ჩიხრაძე საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, თბილისის "იბერია 1999"-ს შეუერთდა. მანამდე ის ტყიბულის "მეშახტეში" თამაშობდა, ასევე ასპარეზობდა წყალტუბოს "სამგურალსა" და ფოთის "კოლხეთში".
5 ივლისი, 2026
სპორტი
ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა განაცხადა, რომ ბრაზილიასთან 1/8-ფინალური მატჩი მისთვის განსაკუთრებული იქნება. მან აღნიშნა, რომ ბრაზილია უყვარს და მათი თამაში მოსწონს. ჰოლანისთვის ეს იქნება პირველი დიდი მატჩი ასეთ დონეზე და ის მოუთმენლად ელოდება საკუთარი თავის გამოცდას.
5 ივლისი, 2026
სპორტი
არტიომ დოვბიკი, რომელიც მანამდე ლა ლიგის კლუბებს, მათ შორის გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალს" უკავშირდებოდა, შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს. "ჯენოა" დაინტერესებულია უკრაინელი ფორვარდის სამსახურით, თუმცა გარიგებას ის აბრკოლებს, რომ გენუელებს ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურთ, მაშინ როცა "რომა" მის სრულფასოვნად გასხვისებას და ტრანსფერიდან 25 მილიონი ევროს აღებას იმედოვნებს.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტი დავით კერესელიძე გუნდის მიმდინარე მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. ის სუპერთასის მოგებას მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევს, რომელიც გუნდის სწორ გზაზე განვითარებას უსვამს ხაზს. კერესელიძე ასევე ეხმიანება გუნდის სატრანსფერო პოლიტიკას და ახალი ლეგიონერების, დინო სკორუპისა და ვირჯილ პინსონის მოყვანას. მისი აზრით, ბევრი ახალწვეულის დამატება პრობლემას წარმოადგენს, თუმცა მუშაობა გრძელდება.
5 ივლისი, 2026
სამართალი
ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ყვება „მოდუსის“ სკანდალურ საქმეზე, სადაც მძიმე დაზიანება მიიღო მუშამ. ადვოკატის თქმით, კომპანიამ დაზარალებულს დანაშაული აჰკიდო და დახმარება არ გაუწია. ჯანიბეგაშვილი ამ საქმეში უსასყიდლოდ ჩაერთო და კომპანიას სასამართლოში უჩივლა, რის შემდეგაც მასზე ზეწოლა დაიწყო.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის აუცილებლობას.
5 ივლისი, 2026
მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 250-ე წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ქუჩის წვეულებები, კონცერტები და ფეიერვერკებია დაგეგმილი. თუმცა, მაღალი ტემპერატურის გამო, აღმოსავლეთ სანაპიროზე ზოგიერთი აქტივობა შეიცვალა, ხოლო ვაშინგტონში დამოუკიდებლობის დღის ეროვნული აღლუმი სრულად გაუქმდა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ერთა თასის გათამაშების პირველი მატჩი ურუგვაის წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 41:34 გაიმარჯვა. მიუხედავად გამარჯვებისა, მატჩი ქართველი მორაგბეებისთვის იოლი არ ყოფილა და მეტოქემ რამდენჯერმე მოახერხა ანგარიშში დაწინაურებაც. ნაკრები კაცნაკლულადაც თამაშობდა, თუმცა საბოლოოდ მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
5 ივლისი, 2026