← მთავარი
საზოგადოება

კონსტანტინე მელაძემ ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო?

4 ივლისი, 2026 · წყარო: newposts.ge
კონსტანტინე მელაძემ ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო?

უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები პროდიუსერ და კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძის ირგვლივ ატეხილ ახალ სკანდალზე წერენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

ცნობილია, რომ მელაძეს უკრაინული პასპორტი ჰქონდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს განაახლა კიდეც. თუმცა, ახლა ამტკიცებენ, რომ მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა.

საქართველოს კანონმდებლობით, ორმაგი მოქალაქეობის მიღება მხოლოდ გამონაკლისი წესით, პრეზიდენტის თანხმობით არის შესაძლებელი. ოფიციალურად მელაძეს ასეთი ნებართვა არ მიუღია, რაც აჩენს ეჭვს, რომ მან ქართული პასპორტის სანაცვლოდ უკრაინულზე უარი თქვა.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან კონსტანტინე მელაძემ დუმილი ამჯობინა. ის არანაირ კომენტარს არ აკეთებს და საჯარო სივრცეშიც თითქმის არ ჩნდება. კულუარებში ამბობენ, რომ პროდიუსერი ამჟამად იტალიაში ცხოვრობს.

კონსტანტინე მელაძე 1963 წელს ბათუმშია დაბადებული.

← მთავარი