სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ერთა თასის გათამაშების პირველი მატჩი ურუგვაის წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 41:34 გაიმარჯვა. მიუხედავად გამარჯვებისა, თამაშში გამოიკვეთა ქართული რაგბისთვის დამახასიათებელი პრობლემები, კერძოდ კი ხშირი ჯარიმები და შეცდომები. მომდევნო შეხვედრა საქართველოს ნაკრები სამოასთან გამართავს.
5 ივლისი, 2026
სამართალი
ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ყვება „მოდუსის“ საქმეზე, სადაც მძიმედ დაშავებული მუშის უფლებებს იცავდა. მისი თქმით, კომპანიამ მუშას არასამუშაო დღეს, სიცოცხლისთვის საშიშ დანადგარზე ამუშავა, რის შედეგადაც მან ხელი დაკარგა. ადვოკატმა საქმეში უსასყიდლოდ ჩაერთო და კომპანიას სასამართლოში უჩივლა, რის შემდეგაც მასზე ზეწოლა დაიწყო.
5 ივლისი, 2026
მსოფლიო
ვენესუელაში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობის ნანგრევებიდან 8 დღის განმავლობაში მოყოლილი მამაკაცი ცოცხალი გადაარჩინეს. მაშველებმა 100 საათზე მეტი იმუშავეს, რათა 140 ტონა ბეტონის ქვეშ მოყოლილი ერნან ხილი გამოეყვანათ. ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მას „ცოცხალი სასწაული“ უწოდა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
შვედურ გიოტებორგში დასრულდა 16-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ევროპის ღია პირველობა, რომელშიც 20 გუნდი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრებმა, სასტარტო შეხვედრებისგან განსხვავებით, ტურნირი მაჟორულად დაასრულა. გოგონებმა ჯერ ლიეტუვა დაამარცხეს, შემდეგ კი ფინეთი და 20 გუნდს შორის მე-17 ადგილი დაიკავეს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო თასის მერვედფინალურ მატჩში მაროკომ კანადა 3:0 დაამარცხა. დუბლი შეასრულა აზედინ უნაიმ, რომელმაც გუნდს გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ უნაის სეზონი კლუბში არ გამორჩეული იყო, მან სანაკრებო დონეზე თავი გამოიჩინა და გუნდის ლიდერობა ითავა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დასაკავებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს. მან აღნიშნა, რომ ძალები აღიდგინა და მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, თუმცა მოლაპარაკებებს დრო დასჭირდება.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8%-ს შეადგენდა, რაც წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების 0.1%-იან ზრდას ნიშნავს. ინფლაციის ზრდაზე ძირითადად ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, ასევე სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ფასების მატებამ იმოქმედა. ამავდროულად, კავშირგაბმულობის სფეროში ფასები 6.4%-ით შემცირდა. ყოველთვიური ინფლაციის კუთხით, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე, თევზეულზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, პურპროდუქტებსა და წყალზე, ხოლო შემცირდა რძეზე, ყველსა და კვერცხზე, ტკბილეულზე, ბოსტნეულსა და ყავა-ჩაიზე.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 2 ივლისს ჟენევაში საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში მოისმინა. ანგარიშში თბილისს მოუწოდებენ, გადახედოს 2025 წელს მიღებული კანონები და საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე გამოძიება ჩაატაროს. კომისარიატმა ასევე აღნიშნა შეშფოთება სამოქალაქო სივრცის შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების ტენდენციაზე.
5 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა და ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადება. მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა, შემადგენლობა უცვლელი დატოვა, თუმცა სამი მოთამაშე მატჩის მიღმა დარჩება. ნაკრები ხვალ დილას კიდევ ერთ მსუბუქ ვარჯიშს გამართავს.
5 ივლისი, 2026