განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
საზოგადოება

კონსტანტინე მელაძემ ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო?

უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები პროდიუსერ და კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძის ირგვლივ ატეხილ ახალ სკანდალზე წერენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ცნობილია, რომ მელაძეს უკრაინული პასპორტი ჰქონდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს განაახლა კიდეც. თუმცა, ახლა ამტკიცებენ, რომ მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა.

5 ივლისი, 2026
სპორტი

ქოჩორაშვილს კონკურენტი აკლდება - "სპორტინგის" კაპიტანი სავარაუდოდ, "ატლეტიკოში" მიდის

ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკომ“ „სპორტინგთან“ გუნდის 27 წლის დანიელი კაპიტნის, მორტენ იულმანის წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. გამოცდილი შუახაზელი, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილის კონკურენტია, მზადაა, 5+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმოს, თუმცა შესაძლო გარიგებას მხოლოდ ერთი ფაქტორი აყოვნებს.

5 ივლისი, 2026
სპორტი

[ოფიციალურად] "იბერიამ" ლადო ჩიხრაძე დაიმატა | Lelo.Ge

24 წლის ფორვარდი ლადო ჩიხრაძე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის "იბერია 1999-ის" ღირსებას დაიცავს. ის ბოლოს ტყიბულის "მეშახტეში" ასპარეზობდა, იქამდე კი წყალტუბოს "სამგურალისა" და ფოთის "კოლხეთი 1913-ის" ღირსებას იცავდა. ლადომ კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგა ესპანეთში, სადაც "ესტრემადურაში" ასპარეზობდა, საიდანაც საქართველოში 2022 წელს დაბრუნდა.

5 ივლისი, 2026
სპორტი

დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს

არტიომ დოვბიკი, რომელიც მანამდე ლა ლიგის კლუბებს, მათ შორის გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს“ უკავშირდებოდა, შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს. „ჯენოა“ დაინტერესებულია უკრაინელი ფეხბურთელით, თუმცა გარიგებას ერთი რამ აბრკოლებს: გენუელებს მისი იჯარით აყვანა სურთ, „რომას“ კი დოვბიკის სრულფასოვნად გასხვისება და ტრანსფერიდან 25 მილიონი ევროს მიღება სურს.

5 ივლისი, 2026
პოლიტიკა

„საპრეზიდენტო არჩევნები“ ოკუპირებულ ცხინვალში 18 სექტემბერს გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.

5 ივლისი, 2026
სპორტი

ატყდა დავიდარაბა - ჩილავერტმა საფრანგეთს აფრიკის ნაკრები უწოდა

პარაგვაის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ხოსე ლუის ჩილავერტმა, საფრანგეთის ნაკრები აფრიკის ნაკრებს შეადარა. ამით მან საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, კრისტოფ დიუგარის განცხადებას უპასუხა. ჩილავერტის განცხადებამ საფრანგეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ის რასიზმში დაადანაშაულეს.

5 ივლისი, 2026
საზოგადოება

„ბლექ სი პეტროლიუმი“ აცხადებს, რომ ‘სრულად არა-რუსული წარმოშობის’ ნედლი ნავთობის გადამუშავებას იწყებს

„ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელსაც ქართველი ბიზნესმენი მაკა ასათიანი ფლობს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუღებს. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და გეგმავს საგზაო ბიტუმის წარმოებას, ხოლო 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოებასაც შეძლებს.

5 ივლისი, 2026
სპორტი

ბარკოლამ პსჟ-ს დატოვება გადაწყვიტა - ცნობილია კლუბი, სადაც კარიერის გაგრძელება უნდა

ბრედლი ბარკოლა, შესაძლოა, პსჟ-ს დატოვებს, რადგან კლუბი იან დიომანდეს და მაგნეს აკლიუშის შეძენას აპირებს, რაც ბარკოლას სათამაშო დროს კიდევ უფრო შეამცირებს. ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას ლონდონურ „არსენალში“ ან „ლივერპულში“ ხედავს, თუმცა უპირატესობას „არსენალს“ ანიჭებს.

5 ივლისი, 2026
სპორტი

[ოფიციალურად] ბათუმის "დინამომ" საქართველოს 4-გზის ჩემპიონი დაიბრუნა | Lelo.Ge

სანდრო ალთუნაშვილი 2028 წლის ბოლომდე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია. 29 წლის ალთუნაშვილი, რომელიც "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია, ბათუმურ კლუბში ორჯერ იყო ჩემპიონი. მანამდე ის ისრაელის "ჰაპოელში" და ავსტრიის "ვოლფსბერგში" თამაშობდა.

5 ივლისი, 2026
საზოგადოება

სასწრაფოდ: ნაპოვნია ძაღლი! სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი

შიდა ქართლში, გორის ჭალის დასახლებაში, სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი იპოვეს. ცხოველთა მართვის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს და პატრონის გამოჩენას ელოდება. თუ ძაღლის მფლობელი 5 დღის ვადაში არ გამოცხადდება, ცხოველი გაჩუქდება.

5 ივლისი, 2026