სპორტი
მსოფლიო რაგბის ერთა თასის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ურუგვაის ნაკრები 41:34 დაამარცხა. ეს იყო პიერ-ანრი ბრონკანის დებიუტი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ქართველმა მორაგბეებმა უკეთესი გარდასახვების და საჯარიმოების ხარჯზე იმარჯვეს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ერთა თასის გათამაშების პირველი მატჩი ურუგვაის წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 41:34 გაიმარჯვა. მიუხედავად გამარჯვებისა, თამაშის ხარისხი და დაშვებული შეცდომები კვლავ პრობლემად რჩება. მომდევნო შეხვედრა სამოას ნაკრებთან გაიმართება.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიადაც კი არ მიიჩნია და განაცხადა, რომ ეს არის აგენტურული ქსელი, რომელიც გარედან ასრულებს დავალებებს. მისი თქმით, პარტიაში ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს და შიდა პროცესებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
მუნდიალის 1/8-ფინალში მაროკომ კანადა 3:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გავიდა მეოთხედფინალში. თავიდან თამაში ნაკლებად სანახაობრივი და უხეში იყო, თუმცა შესვენების შემდეგ ნახევარმცველმა უნაიმ ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, კომპენსირებულ დროში კი რაიმიმაც გაიტანა. მაროკო მეოთხედფინალში პარაგვაისა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
5 ივლისი, 2026
მსოფლიო
ვენესუელაში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობის ნანგრევებიდან 8 დღის განმავლობაში მოყოლილი მამაკაცი ცოცხალი გადაარჩინეს. მაშველებმა 100 საათზე მეტი იმუშავეს 140 ტონა ბეტონის ქვეშ მოყოლილი ერნან ხილის გადასარჩენად. ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მას „ცოცხალი სასწაული“ უწოდა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
შვედურ გიოტებორგში 16-წლამდელ გოგონათა ხელბურთელთა ევროპის ღია პირველობა დასრულდა, რომელშიც 20 გუნდი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ფინიში მაჟორულად ჩაატარა და მე-17 ადგილი დაიკავა. ქართველმა გოგონებმა ლიეტუვის ნაკრები 22:21 დაამარცხეს და შემდეგ ფინეთის გუნდს 23:19 სძლიეს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დასაკავებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს. მან აღნიშნა, რომ ძალები აღიდგინა და მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, თუმცა მოლაპარაკებებს დრო დასჭირდება. კლოპის თქმით, გერმანულ ფეხბურთში ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, რაც წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების 0.1%-იან ზრდას ნიშნავს. ინფლაციაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ასევე ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ. კავშირგაბმულობის ფასები კი 6.4%-ით შემცირდა.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მოისმინა. ანგარიშში თბილისს მოუწოდებენ, გადახედოს 2025 წელს მიღებულ სადავო კანონებს და საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატაროს. ასევე, აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომა კვლავ არ არის უზრუნველყოფილი და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა გაუარესდა.
5 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
5 ივლისი, 2026