სპორტი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა და ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ემზადება. მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა, უკრაინასთან მარცხის შემდეგ შემადგენლობა უცვლელი დატოვა. გუნდი ხვალ დილას მსუბუქ ვარჯიშს გამართავს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
გორის „დილა“ ევროთასების წინ ახალი ფეხბურთელებით გაძლიერდა. გუნდს შეუერთდა ნორვეგიიდან ფორვარდი, გერმანიიდან და ბელგიიდან ცენტრალური მცველები, სენეგალიდან კი მარცხენა მცველი. სპორტულმა დირექტორმა ზურაბ ხორგუაშვილმა ახალწვეულებზე და გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ მედიაში წერს, რომ თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. მისი თქმით, ქალი საქართველოში შეყვარებულმა მოატყუა, მოგვიანებით კი მასზე ნათესავმა მამაკაცმა იზრუნა, თუმცა საბოლოოდ ის გარდაცვლილი იპოვეს.
პატარაიას განცხადებით, სავარაუდო მკვლელი თურქეთში გაიქცა და მასზე ძებნაა გამოცხადებული, ხოლო აზერბაიჯანში მკვლელობას „ღირსების დანაშაულად“ მიიჩნევენ.
5 ივლისი, 2026
სამართალი
ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები ვრცელდება. შემთხვევას 65 წლის ქალი ემსხვერპლა, რომელიც ტროტუარზე გადაადგილდებოდა. მძღოლი, რუსეთის მოქალაქე, ადგილზე დააკავეს და სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის მტკიცებით, ავარია ტექნიკური გაუმართაობით ან შეცდომით მოხდა და მძღოლს განზრახვა არ ჰქონია.
5 ივლისი, 2026
მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 250-ე წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის მილუოკში, ლოს-ანჯელესში, ბოსტონსა და ნიუ-იორკში, ქუჩის წვეულებები, კონცერტები და ფეიერვერკებია დაგეგმილი. მაღალი ტემპერატურის გამო, აღმოსავლეთ სანაპიროზე ზოგიერთი აქტივობა შეიცვალა, ხოლო ვაშინგტონში დამოუკიდებლობის დღის ეროვნული აღლუმი სრულად გაუქმდა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მონტევიდეოში ურუგვაი 41:34 დაამარცხა. ჩვენი გუნდის მწვრთნელის პოსტზე პიერ-ანრი ბრონკანის დებიუტი წარმატებული გამოდგა.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პარტია აგენტურული ქსელის წარმომადგენლებისგან შედგება და მასში ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს. კალაძის თქმით, პარტია მოწყვეტილია ქართველი ხალხის ინტერესებს და ასრულებს გარე ძალების დავალებებს.
5 ივლისი, 2026
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა, რის შედეგადაც ისინი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, თუმცა პატიმრობის ვადა 1 ივლისამდე შეამცირა, რის შედეგადაც ისინი დაგეგმილზე თითქმის ორი თვით ადრე ტოვებენ საპატიმროს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა შეიძლება გუნდი გამოიცვალოს და კარიერა აშშ-ში გააგრძელოს. რუმინული მედიის ცნობით, „ჩიკაგო ფაირმა“, რომელმაც ახლახან რობერტ ლევანდოვსკი დაიმატა, „უნივერსიტატეას“ 1.8 მილიონი ევრო შესთავაზა.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები პროდიუსერ და კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძის ირგვლივ ატეხილ ახალ სკანდალზე წერენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ცნობილია, რომ მელაძეს უკრაინული პასპორტი ჰქონდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს განაახლა კიდეც. თუმცა, ახლა ამტკიცებენ, რომ მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა.
5 ივლისი, 2026