საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარზე 5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს. ეს თანხა მოხმარდება ტაძრის კომპლექსურ შესწავლას, კვლევებს, ასევე ქვის, კედლის მხატვრობის, კონსტრუქციული ელემენტებისა და გადახურვის კონსერვაცია-რესტავრაციას.
5 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მონტევიდეოში ურუგვაი 41:34 დაამარცხა. ჩვენი გუნდის მწვრთნელის პოსტზე პიერ-ანრი ბრონკანის დებიუტი წარმატებული გამოდგა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ერთა თასის გათამაშების პირველი მატჩი ურუგვაის წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 41:34 გაიმარჯვა. მიუხედავად გამარჯვებისა, ქართულმა გუნდმა შეხვედრის განმავლობაში დაუშვა მრავალი შეცდომა, რამაც მეტოქეს ანგარიშის შემცირების საშუალება მისცა. მომდევნო მატჩი საქართველოს ნაკრები 11 ივლისს სამოას წინააღმდეგ გამართავს.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიადაც კი არ მიიჩნია და განაცხადა, რომ ეს არის აგენტურული ქსელი, რომელიც გარედან ასრულებს დავალებებს. მისი თქმით, პარტიაში ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს და შიდა მდგომარეობას ან განცხადებებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
5 ივლისი, 2026
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. სასჯელის შემცირების შედეგად, ორივე მომიტინგე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. თოშხუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მინდია შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, იგი შეხვდა ირანის პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს, სადაც სამძიმარი გამოხატა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა დაადასტურა.
5 ივლისი, 2026
მსოფლიო
ვენესუელაში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობის ნანგრევებიდან 8 დღის განმავლობაში მოყოლილი მამაკაცი ცოცხალი გადაარჩინეს. მაშველებმა 100 საათზე მეტი იმუშავეს, რათა 140 ტონა ბეტონის ქვეშ მოყოლილი ერნან ხილი გამოეყვანათ. ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მას „ცოცხალი სასწაული“ უწოდა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
შვედურ გიოტებორგში დასრულდა 16-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ევროპის ღია პირველობა, რომელშიც 20 გუნდი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრებმა, სასტარტო შეხვედრებისგან განსხვავებით, ტურნირი მაჟორულად დაასრულა. ქართველმა გოგონებმა ჯერ ლიეტუვა დაამარცხეს, შემდეგ კი ფინეთი და 20 გუნდს შორის მე-17 ადგილი დაიკავეს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
კოლუმბიამ მსოფლიო თასის 1/16 ფინალში განა 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი ჯონ არიასმა გაიტანა. ეს გამარჯვება კოლუმბიელებისთვის ერთგვარი შურისძიება იყო, რადგან განას ნაკრებს კარლუშ კეირუში წვრთნიდა, რომელსაც კოლუმბიის ნაკრებთან ურთიერთობა არეული ჰქონდა. კოლუმბიელებმა ტრადიციას არ უღალატეს და სანახაობრივი და ტექნიკური ფეხბურთი აჩვენეს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დასაკავებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს. მან აღნიშნა, რომ ძალები აღიდგინა და მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, თუმცა მოლაპარაკებებს დრო დასჭირდება.
5 ივლისი, 2026