სპორტი
კვლავ ბათუმის "დინამოში" - სანდრო ალთუნაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა
ბათუმის “დინამომ” გვაუწყა, რომ კლუბმა 29 წლის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი დაიბრუნა, რომელიც ამავე გუნდში თითქმის 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა.
ის ბოლოს ირაელის წარმომადგენელ ჰაიფას “ჰაპოელის” ღირსებას იცავდა. სანდროსა და ბათუმელებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გააფორმდა.
ალთუნაშვილი კარიერას “იბერიაში” იწყებდა, რის შემდეგაც 2 სეზონი და ნახევარი “დინამოში” გაატარა. ბათუმელებმა ის 2023 წელს ავსტრიულ “ვოლფსბერგერს” მიჰყიდეს, სადაც ჩვენებურმა 2 სეზონის განმავლობაში ითამაშა.
ის ეროვნულ ლიგას 2025 წელს სწორედ “იბერიაში” დაუბრუნდა, თუმცა მალევე ირაელის ჩემპიონატს მიაშურა.