განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

[VIDEO] მაროკომ კანადას მოუგო და მეოთხედფინალში მეტოქეს ელოდება

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში მაროკომ კანადა 3:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გავიდა მეოთხედფინალში. შესვენების შემდეგ ნახევარმცველმა უნაიმ ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, კომპენსირებულ დროში რაიმიმაც გაიტანა და აფრიკულმა გუნდმა გაიმარჯვა. მაროკო მეოთხედფინალში პარაგვაისა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

5 ივლისი, 2026
საზოგადოება

კონსტანტინე მელაძემ ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო?

უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები პროდიუსერ და კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძის ირგვლივ ატეხილ ახალ სკანდალზე წერენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ცნობილია, რომ მელაძეს უკრაინული პასპორტი ჰქონდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს განაახლა კიდეც. თუმცა, ახლა ამტკიცებენ, რომ მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა.

5 ივლისი, 2026
სპორტი

ქოჩორაშვილს კონკურენტი აკლდება - "სპორტინგის" კაპიტანი სავარაუდოდ, "ატლეტიკოში" მიდის

ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკომ“ „სპორტინგთან“ გუნდის 27 წლის დანიელი კაპიტნის, მორტენ იულმანის წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. იულმანი, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილის კონკურენტია, მზადაა, 5+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმოს, თუმცა გარიგებას მხოლოდ ერთი ფაქტორი აყოვნებს.

5 ივლისი, 2026
სპორტი

[ოფიციალურად] "იბერიამ" ლადო ჩიხრაძე დაიმატა | Lelo.Ge

24 წლის ფორვარდი ლადო ჩიხრაძე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის "იბერია 1999-ის" ღირსებას დაიცავს. ის ბოლოს ტყიბულის "მეშახტეში" ასპარეზობდა, იქამდე კი წყალტუბოს "სამგურალისა" და ფოთის "კოლხეთი 1913-ის" ღირსებას იცავდა. ლადომ კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგა ესპანეთში, სადაც "ესტრემადურაში" ასპარეზობდა.

5 ივლისი, 2026
სპორტი

დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს

არტიომ დოვბიკი, რომელიც მანამდე ლა ლიგის კლუბებს, მათ შორის გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს“ უკავშირდებოდა, შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს. „ჯენოა“ დაინტერესებულია უკრაინელი ფეხბურთელით, თუმცა გარიგებას ერთი რამ აბრკოლებს: გენუელებს მისი იჯარით აყვანა სურთ, „რომას“ კი დოვბიკის სრულფასოვნად გასხვისება და ტრანსფერიდან 25 მილიონი ევროს მიღება სურს.

5 ივლისი, 2026
პოლიტიკა

„საპრეზიდენტო არჩევნები“ ოკუპირებულ ცხინვალში 18 სექტემბერს გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.

5 ივლისი, 2026
სპორტი

ატყდა დავიდარაბა - ჩილავერტმა საფრანგეთს აფრიკის ნაკრები უწოდა

პარაგვაის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ხოსე ლუის ჩილავერტმა, საფრანგეთის ნაკრებს აფრიკის ნაკრები უწოდა. ამ განცხადებამ საფრანგეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ჩილავერტი რასიზმში დაადანაშაულეს. მან ეს კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, კრისტოფ დიუგარის, განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

5 ივლისი, 2026
საზოგადოება

„ბლექ სი პეტროლიუმი“ აცხადებს, რომ ‘სრულად არა-რუსული წარმოშობის’ ნედლი ნავთობის გადამუშავებას იწყებს

„ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუღებს. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და გეგმავს საგზაო ბიტუმის წარმოებას და 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოების შესაძლებლობის შექმნას.

5 ივლისი, 2026
სპორტი

ბარკოლამ პსჟ-ს დატოვება გადაწყვიტა - ცნობილია კლუბი, სადაც კარიერის გაგრძელება უნდა

ბრედლი ბარკოლამ შესაძლოა პსჟ დატოვოს, რადგან კლუბი ახალი ფეხბურთელების შეძენას აპირებს, რაც მის სათამაშო დროს კიდევ უფრო შეამცირებს. ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას ლონდონურ „არსენალში“ აპირებს, რომელიც მზადაა ტრანსფერში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს.

5 ივლისი, 2026
სპორტი

[ოფიციალურად] ბათუმის "დინამომ" საქართველოს 4-გზის ჩემპიონი დაიბრუნა | Lelo.Ge

სანდრო ალთუნაშვილი 2028 წლის ბოლომდე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია. 29 წლის ალთუნაშვილი, რომელიც "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია, ბათუმურ კლუბში ორჯერ იყო ქვეყნის ჩემპიონი. მანამდე ის ისრაელის "ჰაპოელში" და ავსტრიის "ვოლფსბერგში" თამაშობდა.

5 ივლისი, 2026