სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში მაროკომ კანადა 3:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გავიდა მეოთხედფინალში. თავიდან თამაში ნაკლებად სანახაობრივი და უხეში იყო, თუმცა შესვენების შემდეგ მაროკომ სამი გოლი გაიტანა და გამარჯვება მოიპოვა. მაროკო მეოთხედფინალში პარაგვაისა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები პროდიუსერ და კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძის ირგვლივ ატეხილ ახალ სკანდალზე წერენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ცნობილია, რომ მელაძეს უკრაინული პასპორტი ჰქონდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს განაახლა კიდეც. თუმცა, ახლა ამტკიცებენ, რომ მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკომ" "სპორტინგთან" გუნდის 27 წლის დანიელი კაპიტნის, მორტენ იულმანის წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. იულმანი, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილის კონკურენტია, მზადაა, 5+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმოს, თუმცა გარიგებას მხოლოდ ერთი ფაქტორი აყოვნებს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
24 წლის ფორვარდი ლადო ჩიხრაძე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის "იბერია 1999-ის" ღირსებას დაიცავს. ის ბოლოს ტყიბულის "მეშახტეში" ასპარეზობდა, იქამდე კი წყალტუბოს "სამგურალისა" და ფოთის "კოლხეთი 1913-ის" ღირსებას იცავდა. საინტერესოა, რომ ლადომ კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგა ესპანეთში.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა განაცხადა, რომ ბრაზილიასთან 1/8-ფინალური მატჩი მისთვის განსაკუთრებული იქნება. ჰოლანის თქმით, მას ბრაზილია და მისი თამაში მოსწონს და ამ ქვეყნის ნაკრებთან ასეთი დიდი მატჩის ჩატარება მისთვის საინტერესო გამოწვევაა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
არტიომ დოვბიკი, რომელიც გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს“ უკავშირდებოდა, შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს. ფეხბურთელის სამსახურით „ჯენოაა“ დაინტერესებული. გარიგებას ერთი ის აბრკოლებს, რომ გენუელებს ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურთ, თუმცა „რომაში“ დოვბიკის სრულფასოვნად გასხვისებასა და ტრანსფერიდან 25 მილიონი ევროს აღებას იმედოვნებენ.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. გაგლოევის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელიც ქართველი ბიზნესმენის მაკა ასათიანის საკუთრებაშია და ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუხსნის. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და გეგმავს საგზაო ბიტუმის წარმოებას, ხოლო 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოებასაც შეძლებს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ბრედლი ბარკოლამ შესაძლოა პსჟ დატოვოს, რადგან კლუბი იან დიომანდეს და მაგნეს აკლიუშის შეძენას აპირებს, რაც ბარკოლას სათამაშო დროს კიდევ უფრო შეამცირებს. ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას ლონდონურ გუნდში, კერძოდ „არსენალში“ ხედავს, რომელიც მზადაა ტრანსფერში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სკოლებში ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან აღარ დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება მეორე კლასიდან დაიწყება. ამასთან, გაძლიერდება ინგლისურის სწავლება მე-10 კლასში, გაიზრდება საათობრივი ბადე.
5 ივლისი, 2026