განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟი დააკავეს

28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

5 ივლისი, 2026
სპორტი

გენერალური რეპეტიცია ესპანეთის წინ: ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა და ესპანეთის წინააღმდეგ მომავალი შეხვედრისთვის მზადებას შეუდგა. მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდარ ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა, თუმცა მატჩის მიღმა ისევ ვილი ისიანი, სანდრო სანაძე და გიორგი კობახიძე დარჩებიან. ნაკრები ხვალ დილას კიდევ ერთ, მსუბუქ ვარჯიშს გამართავს.

5 ივლისი, 2026
სპორტი

ატყდა დავიდარაბა - ჩილავერტმა საფრანგეთს აფრიკის ნაკრები უწოდა

პარაგვაის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ხოსე ლუის ჩილავერტმა, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, კრისტოფ დიუგარის განცხადებას უპასუხა. დიუგარიმ მეტოქეზე დამცინავად ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ განადგურება ელოდებათ. ჩილავერტმა კი უპასუხა, რომ საფრანგეთი აფრიკის ნაკრებს ეთამაშება. ამ განცხადებამ საფრანგეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ჩილავერტი რასიზმში დაადანაშაულეს.

5 ივლისი, 2026
საზოგადოება

ბაია პატარაიას ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ქალი თბილისში ‘ფემიციდს’ ემსხვერპლა

ქალთა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში, ბინაში გარდაცვლილი იპოვეს აზერბაიჯანელი ქალი, რომელიც მისი შეყვარებულის მიერ მოტყუებით ჩამოიყვანეს საქართველოში. პატარაიას თქმით, ეს შემთხვევა „შემზარავი ფემიციდია“.

5 ივლისი, 2026
სამართალი

"რუსეთის მოქალაქეა... დიდი ხანია საქართველოშია, კარგად იცის მართვა, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე" - დადიანზე მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად 65 წლის პენსიონერი, თამილა კაზალიკაშვილი დაიღუპა. ავტომობილს რუსეთის მოქალაქე მართავდა, რომელიც ადგილობრივების ცნობით, ტროტუარზე მოსიარულე ქალს დაეჯახა. მძღოლს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

5 ივლისი, 2026
საზოგადოება

სააგენტო სვეტიცხოველში კონსერვაცია - რესტავრაციას იწყებს და 5 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარზე 5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს. ეს თანხა მოხმარდება ტაძრის კომპლექსურ შესწავლას, კვლევებს, ასევე ქვის, კედლის მხატვრობის, კონსტრუქციული ელემენტებისა და გადახურვის კონსერვაცია-რესტავრაციას.

5 ივლისი, 2026
სპორტი

[ოფიციალურად] ბათუმის "დინამომ" საქართველოს 4-გზის ჩემპიონი დაიბრუნა | Lelo.Ge

სანდრო ალთუნაშვილი 2028 წლის ბოლომდე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია. 29 წლის ალთუნაშვილი, რომელიც "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია, ბათუმურ კლუბში ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. მანამდე ის ისრაელის "ჰაპოელში" და ავსტრიის "ვოლფსბერგში" თამაშობდა.

5 ივლისი, 2026
პოლიტიკა

„ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიადაც კი არ მიიჩნია და განაცხადა, რომ ისინი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები არიან. მისი თქმით, პარტიაში ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს და ისინი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურებიან.

5 ივლისი, 2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლოს მიერ სასჯელის შემცირების შემდეგ, ორი მომიტინგე ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. ამის შედეგად, ისინი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. ორივე მათგანი 2025 წლის 16 აგვისტოს დააკავეს, 1 აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მომხდარი ინციდენტის გამო.

5 ივლისი, 2026
სპორტი

წავა მექვაბიშვილი ლევანდოვსკისთან? რიგში მოდრიჩიცაა... | Lelo.Ge

ამერიკული MLS-ის ბინადარი „ჩიკაგო ფაიარსი“ დაინტერესებულია საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის შეძენით. ამერიკული კლუბი რუმინულ „უნივერსიტატიას“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 1,80 მილიონ ევროს სთავაზობს, ბონუსებით კი ტრანსფერის ღირებულება 2,2 მილიონ ევრომდე გაიზრდება. „ჩიკაგო ფაიარსი“ ასევე უმიზნებს ლუკა მოდრიჩის ტრანსფერს და ცოტა ხნის წინ „ბარსელონადან“ რობერტ ლევანდოვსკი გადაიბირა.

5 ივლისი, 2026