← მთავარი
სპორტი

[ოფიციალურად] "იბერიამ" ლადო ჩიხრაძე დაიმატა | Lelo.Ge

4 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ოფიციალურად]

24 წლის ფორვარდი ლადო ჩიხრაძე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის “იბერია 1999-ის” ღირსებას დაიცავს. ის ბოლოს ტყიბულის “მეშახტეში” ასპარეზობდა, იქამდე კი წყალტუბოს “სამგურალისა” და ფოთის “კოლხეთი 1913-ის” ღირსებას იცავდა.

საინტერესოა, რომ ლადომ კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგა ესპანეთში. პირენეებზე ის “ ესტრემადურაში” ასპარეზობდა, საიდანაც საქართველოში 2022 წელს დაბრუნდა.

უთამაშია 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში. ეროვნული ლიგის ეგიდით ჩატარებულ 54 მატჩში მან 9 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

← მთავარი