← მთავარი
სპორტი

ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე

4 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს  Central 90 ზურიკოს

თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ ფრანგული “სენტ ეტიენის” 25 წლის ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს შეიცვლის და მას მთხოვნელები ნამდვილად არ აკლია.

ჩვენებურის მისამართით განსაკუთრებულ ინტერესს თურქული “ბეშიქთაში” იჩენს და შესაძლო გარიგებაში პირადად სტამბოლელთა პრეზიდენტია ჩართული.

ზურიკოს სახელს პორტუგალიიდან მხოლოდ ერთ გუნდ “ბენფიკასაც” უკავშირებდნენ, რასაც გუშინ გიორგი ქოჩორაშვილის “სპორტინგის” სახით, კიდევ ერთი პორტუგალიური კლუბი დაემატა.

Central 90 წერს, რომ მათ “სენტ ეტიენს” მიმართეს და ქართველის ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს. დავითაშვილი ამჟამად ფრანგულ გუნდთან ერთად მომავალი სეზონისთვის ემზადება, თუმცა იქ მისი დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა.

← მთავარი