საზოგადოება
სკოლებში ინგლისური ენის სწავლება 1-ელი კლასის ნაცვლად მე-2 კლასიდან დაიწყება
პირველი უცხო ენის, ინგლისური ენის სწავლება სკოლებში 1-ელი კლასიდან აღარ დაიწყება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” განათლების სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ინგლისურის სწავლება გაძლიერდა მე-10 კლასში.
„ინგლისური არ დაიწყება 1-ელი კლასიდან, მაგრამ ინგლისურის სწავლება გაძლიერდა მე-10 კლასში, სადაც გაიზარდა ინგლისური ენის საათი”, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს” განათლების სამინისტროში.
ქართულენოვან სკოლებში, ინგლისური ენის სწავლება მეორე კლასიდან დაიწყება.