განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

ქოჩორაშვილს კონკურენტი აკლდება - "სპორტინგის" კაპიტანი სავარაუდოდ, "ატლეტიკოში" მიდის

ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკომ“ „სპორტინგთან“ გუნდის 27 წლის დანიელი კაპიტნის, მორტენ იულმანის წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. გამოცდილი შუახაზელი, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილის კონკურენტია, მზადაა, 5+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმოს.

5 ივლისი, 2026
სპორტი

[ოფიციალურად] "იბერიამ" ლადო ჩიხრაძე დაიმატა | Lelo.Ge

24 წლის ფორვარდი ლადო ჩიხრაძე საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, თბილისის "იბერია 1999"-ს შეუერთდა. მანამდე ის ტყიბულის "მეშახტეში" თამაშობდა, ასევე ასპარეზობდა წყალტუბოს "სამგურალსა" და ფოთის "კოლხეთში".

5 ივლისი, 2026
სპორტი

დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს

არტიომ დოვბიკი, რომელიც გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს“ უკავშირდებოდა, შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს. ფეხბურთელის სამსახურით „ჯენოაა“ დაინტერესებული. გარიგებას ერთი ის აბრკოლებს, რომ გენუელებს ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურთ, თუმცა „რომაში“ დოვბიკის სრულფასოვნად გასხვისებასა და ტრანსფერიდან 25 მილიონი ევროს აღებას იმედოვნებენ.

5 ივლისი, 2026
სპორტი

"დილაში" გერმანელი მცველი ითამაშებს

"დილამ" გერმანელი მცველი ლამარ იარბროუგი დაიმატა. 30 წლის უკანახაზელი გორულ კლუბს გერმანიის მესამე ბუნდესლიგის კლუბ "ალემანია აახენიდან" შემოუერთდა. გამოცდილ უკანახაზელს მთელი კარიერა სამშობლოში აქვს გატარებული, ძირითადად მესამე ბუნდესლიგაში.

5 ივლისი, 2026
პოლიტიკა

„საპრეზიდენტო არჩევნები“ ოკუპირებულ ცხინვალში 18 სექტემბერს გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.

5 ივლისი, 2026
სპორტი

ატყდა დავიდარაბა - ჩილავერტმა საფრანგეთს აფრიკის ნაკრები უწოდა

პარაგვაის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ხოსე ლუის ჩილავერტმა, საფრანგეთის ნაკრები აფრიკის ნაკრებს შეადარა. მან ეს განცხადება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, კრისტოფ დიუგარის, კრიტიკულ კომენტარებს უპასუხა. ჩილავერტის სიტყვებმა საფრანგეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და რასიზმში დაადანაშაულეს.

5 ივლისი, 2026
საზოგადოება

„ბლექ სი პეტროლიუმი“ აცხადებს, რომ ‘სრულად არა-რუსული წარმოშობის’ ნედლი ნავთობის გადამუშავებას იწყებს

„ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელსაც მაკა ასათიანი ფლობს და ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუხსნის. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და იწყებს საგზაო ბიტუმის წარმოებას, ხოლო 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოების შესაძლებლობა ექნება.

5 ივლისი, 2026
სპორტი

ბარკოლამ პსჟ-ს დატოვება გადაწყვიტა - ცნობილია კლუბი, სადაც კარიერის გაგრძელება უნდა

ბრედლი ბარკოლამ შესაძლოა პსჟ დატოვოს, რადგან კლუბი იან დიომანდეს და მაგნეს აკლიუშის შეძენას აპირებს, რაც ბარკოლას სათამაშო დროს კიდევ უფრო შეამცირებს. ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას ლონდონურ გუნდში, კერძოდ „არსენალში“ ხედავს, რომელიც მზადაა ტრანსფერში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს.

5 ივლისი, 2026
სპორტი

[ოფიციალურად] ბათუმის "დინამომ" საქართველოს 4-გზის ჩემპიონი დაიბრუნა | Lelo.Ge

სანდრო ალთუნაშვილი 2028 წლის ბოლომდე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია. 29 წლის ნახევარმცველი, რომელიც საქართველოს 4-გზის ჩემპიონია, კლუბში ბრუნდება, სადაც მანამდე ორჯერ მოიგო ჩემპიონობა. ალთუნაშვილი ბოლოს ისრაელის "ჰაპოელში" თამაშობდა.

5 ივლისი, 2026
საზოგადოება

სკოლებში ინგლისური ენის სწავლება 1-ელი კლასის ნაცვლად მე-2 კლასიდან დაიწყება

საქართველოს სკოლებში ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასის ნაცვლად მეორე კლასიდან დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ინგლისური ენის საათები გაიზარდა მე-10 კლასში, რაც სწავლების გაძლიერებას ემსახურება.

5 ივლისი, 2026