სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში მაროკომ კანადა 3:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გავიდა მეოთხედფინალში. შესვენების შემდეგ ნახევარმცველმა უნაიმ ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, კომპენსირებულ დროში რაიმიმაც გაიტანა და აფრიკულმა გუნდმა გაიმარჯვა. მაროკო მეოთხედფინალში პარაგვაისა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
5 ივლისი, 2026
მსოფლიო
ვენესუელაში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობის ნანგრევებიდან 8 დღის განმავლობაში მოყოლილი მამაკაცი ცოცხალი გადაარჩინეს. მაშველებმა 100 საათზე მეტი იმუშავეს, რათა 140 ტონა ბეტონის ქვეშ მოყოლილი ერნან ხილი გამოეყვანათ. ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მას „ცოცხალი სასწაული“ უწოდა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
შვედურ გიოტებორგში დამთავრდა 16-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა კვირეული - ევროპის ღია პირველობა, რომელშიც 20 გუნდი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრებმა სასტარტო შეხვედრებისგან განსხვავებით, ფინიში მაჟორულად ჩაატარა. ჩვენი გოგონები ლიეტუვის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და პირველი გამარჯვებაც იზეიმეს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო თასის მერვედფინალურ მატჩში მაროკომ კანადა 3:0 დაამარცხა. აზედინ უნაიმ დუბლი შეასრულა და გუნდს მეოთხედფინალში გასვლა მოაპოვებინა. კანადელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს, თუმცა მაროკომ თამაშის მსვლელობა დაამშვიდა და სამი გოლი გაიტანა. მაროკო გახდა პირველი აფრიკული ნაკრები, რომელიც ზედიზედ მეორედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, ხოლო სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ზრდაზე ძირითადად გავლენა იქონია ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ უმაღლესი კომისრის ანგარიში მოისმინა. ანგარიში მოუწოდებს თბილისს, გადახედოს 2025 წელს სადავო კანონებში მიღებულ ცვლილებებს და ჩაატაროს გამოძიება საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევების შესახებ. კომისრის ოფისმა აღნიშნა რიგი საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პოლიტიკური მოვლენები, რამაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.
5 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა და ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზადებას შეუდგა. მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა, უკრაინასთან განცდილი მარცხის შემდეგ შემადგენლობა უცვლელი დატოვა. ნაკრები ხვალ დილას კიდევ ერთ მსუბუქ ვარჯიშს გამართავს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
გორის „დილა“ ევროთასების წინ ახალი ფეხბურთელებით გაძლიერდა. გუნდს შეუერთდა ნორვეგიიდან ფორვარდი, გერმანიიდან და ბელგიიდან ცენტრალური მცველები, ასევე სენეგალელი მარცხენა მცველი. კლუბის სპორტული დირექტორი ზურაბ ხორგუაშვილი ახალწვეულებზე და გუნდის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
პარაგვაის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ხოსე ლუის ჩილავერტმა, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, კრისტოფ დიუგარის განცხადებას უპასუხა. დიუგარიმ მეტოქე გუნდი დაამცირა და განაცხადა, რომ მათ განადგურება ელოდებათ. ჩილავერტმა კი უპასუხა, რომ საფრანგეთის ნაკრები აფრიკის ნაკრებს ემსგავსება. ამ განცხადებამ საფრანგეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ჩილავერტი რასიზმში დაადანაშაულეს.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. მისი თქმით, მსხვერპლი საქართველოში შეყვარებულმა მოტყუებით ჩამოიყვანა, სადაც მოგვიანებით მასზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა ნათესავმა მამაკაცმა აიღო. პატარაია ამ ფაქტს „შემზარავ ფემიციდს“ უწოდებს.
5 ივლისი, 2026