სპორტი
ამერიკული MLS-ის ბინადარი „ჩიკაგო ფაიერსი“ დაინტერესებულია საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის შეძენით. რუმინელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ამერიკული კლუბი მექვაბიშვილის სანაცვლოდ რუმინულ „უნივერსიტატიას“ 1,8 მილიონ ევროს სთავაზობს, ბონუსებით კი ტრანსფერის ღირებულება 2,2 მილიონ ევრომდე გაიზრდება. „ჩიკაგო ფაიერსი“ ასევე უმიზნებს ლუკა მოდრიჩის ტრანსფერს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში მაროკომ კანადა 3:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გავიდა მეოთხედფინალში. შესვენების შემდეგ ნახევარმცველმა უნაიმ ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, კომპენსირებულ დროში რაიმიმაც გაიტანა და აფრიკულმა გუნდმა გაიმარჯვა. მაროკო მეოთხედფინალში პარაგვაისა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები პროდიუსერ და კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძესთან დაკავშირებულ ახალ სკანდალზე წერენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, თუმცა, ოფიციალურად ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საქართველოს კანონმდებლობით, ორმაგი მოქალაქეობის მიღება მხოლოდ გამონაკლისი წესით, პრეზიდენტის თანხმობით არის შესაძლებელი.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, ხოლო წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 0.1%-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ზრდაზე ძირითადად გავლენა იქონია ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ. კავშირგაბმულობის ფასები კი შემცირდა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა განაცხადა, რომ ბრაზილიასთან 1/8-ფინალური მატჩი მისთვის განსაკუთრებული იქნება. ჰოლანის თქმით, მას ბრაზილია და მისი თამაში უყვარს და ამ ქვეყნის ნაკრებთან ასეთი დიდი მატჩის ჩატარება მისთვის საინტერესო გამოწვევაა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
არტიომ დოვბიკი, რომელიც მანამდე ლა ლიგის კლუბებს, მათ შორის გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს“ უკავშირდებოდა, შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს. „ჯენოა“ დაინტერესებულია უკრაინელი ფეხბურთელით, თუმცა გარიგებას ერთი რამ აბრკოლებს: გენუელებს მისი იჯარით აყვანა სურთ, „რომას“ კი დოვბიკის სრულფასოვნად გასხვისება და ტრანსფერიდან 25 მილიონი ევროს მიღება სურს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
პარაგვაის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ხოსე ლუის ჩილავერტმა, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, კრისტოფ დიუგარის განცხადებას უპასუხა. დიუგარიმ მეტოქე გუნდი დაამცირა და განაცხადა, რომ მათ განადგურება ელოდებათ. ჩილავერტმა კი უპასუხა, რომ საფრანგეთი აფრიკის ნაკრებს ემსგავსება. ამ განცხადებამ საფრანგეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ჩილავერტი რასიზმში დაადანაშაულეს.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელსაც მაკა ასათიანი ფლობს, აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუხსნის. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და იწყებს საგზაო ბიტუმის წარმოებას, ხოლო 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოებასაც შეძლებს.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სკოლებში ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან აღარ დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ინგლისურის სწავლება გაძლიერდება მე-10 კლასში, სადაც გაიზრდება შესაბამისი საათების რაოდენობა. ქართულენოვან სკოლებში უცხო ენის შესწავლა მეორე კლასიდან დაიწყება.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
შიდა ქართლში, გორის ჭალის დასახლებაში, სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი იპოვეს. ცხოველთა მართვის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს და პატრონის გამოჩენას ელოდება. თუ ძაღლის მფლობელი 5 დღის ვადაში არ გამოცხადდება, ცხოველი გაჩუქდება.
5 ივლისი, 2026