სპორტი
დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს
Sky Sport Italia-ს ცნობით, “რომას” 29 წლის უკრაინელი ფორვარდი არტიომ დოვბიკი, რომელსაც ბოლო პერიოდში ლა ლიგის კლუბებსა და მათ შორის, გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალს” უკავშირებდნენ, შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს.
ფეხბურთელის სამსახურით “ჯენოაა” დაინტერესებული, რომელსაც სათავეში “მგლების” ლეგენდა დანიელე დე როსი უდგას და “რომაში” უკრაინელი თავდამსხმელი სწორედ მისი მთავარი მწვრთნელობის პერიოდში აღმოჩნდა.
გარიგებას ერთი ის აბრკოლებს, რომ გენუელებს ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურთ, თუმცა “ოლიმპიკოზე” დოვბიკის სრულფასოვნად გასხვისებასა და ტრანსფერიდან 25 მილიონი ევროს აღებას იმედოვნებენ.