განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

წავა მექვაბიშვილი ლევანდოვსკისთან? რიგში მოდრიჩიცაა... | Lelo.Ge

ამერიკული MLS-ის ბინადარი „ჩიკაგო ფაიარსი“ დაინტერესებულია საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის შეძენით. რუმინელი ჟურნალისტის ცნობით, ამერიკელები მექვაბიშვილის სანაცვლოდ 1,8 მილიონ ევროს იხდიან, ბონუსებით კი თანხა 2,2 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ამასთან, „ჩიკაგო“ რუმინულ მხარეს ქართველი ფეხბურთელის მომდევნო ტრანსფერიდან 15%-იან წილს სთავაზობს.

5 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] მაროკომ კანადას მოუგო და მეოთხედფინალში მეტოქეს ელოდება

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში მაროკომ კანადა 3:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გავიდა მეოთხედფინალში. თავიდან თამაში ნაკლებად სანახაობრივი და უხეში იყო. შესვენების შემდეგ ნახევარმცველმა უნაიმ ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, კომპენსირებულ დროში რაიმიმაც გაიტანა და აფრიკულმა გუნდმა გაიმარჯვა. მაროკო მეოთხედფინალში პარაგვაისა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

5 ივლისი, 2026
საზოგადოება

კონსტანტინე მელაძემ ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო?

უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები პროდიუსერ და კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძის ირგვლივ ატეხილ ახალ სკანდალზე წერენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ცნობილია, რომ მელაძეს უკრაინული პასპორტი ჰქონდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს განაახლა კიდეც. თუმცა, ახლა ამტკიცებენ, რომ მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა.

5 ივლისი, 2026
სპორტი

იურგენ კლოპი: "ძალები აღვიდგინე და მზად ვარ, ჩავიბარო გერმანიის ნაკრები"!.. | Lelo.Ge

იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დასაკავებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს. მან აღნიშნა, რომ ძალები აღიდგინა და მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, თუმცა მოლაპარაკებებს დრო დასჭირდება.

5 ივლისი, 2026
სპორტი

ატყდა დავიდარაბა - ჩილავერტმა საფრანგეთს აფრიკის ნაკრები უწოდა

პარაგვაის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ხოსე ლუის ჩილავერტმა, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, კრისტოფ დიუგარის განცხადებას უპასუხა. დიუგარიმ მეტოქე გუნდი დაამცირა და განაცხადა, რომ მათ განადგურება ელოდებათ. ჩილავერტმა კი უპასუხა, რომ საფრანგეთი აფრიკის ნაკრებს ემსგავსება. ამ განცხადებამ საფრანგეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ჩილავერტი რასიზმში დაადანაშაულეს.

5 ივლისი, 2026
საზოგადოება

„ბლექ სი პეტროლიუმი“ აცხადებს, რომ ‘სრულად არა-რუსული წარმოშობის’ ნედლი ნავთობის გადამუშავებას იწყებს

„ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუხსნის. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და გეგმავს საგზაო ბიტუმის წარმოებას და 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოების დაწყებას.

5 ივლისი, 2026
სპორტი

ბარკოლამ პსჟ-ს დატოვება გადაწყვიტა - ცნობილია კლუბი, სადაც კარიერის გაგრძელება უნდა

ბრედლი ბარკოლამ შესაძლოა პსჟ დატოვოს, რადგან კლუბი იან დიომანდეს და მაგნეს აკლიუშის შეძენას აპირებს, რაც ბარკოლას სათამაშო დროს კიდევ უფრო შეამცირებს. ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას ლონდონურ „არსენალში“ აპირებს, რომელიც ტრანსფერში 80 მილიონ ევროს იხდის.

5 ივლისი, 2026
სპორტი

[ოფიციალურად] ბათუმის "დინამომ" საქართველოს 4-გზის ჩემპიონი დაიბრუნა | Lelo.Ge

სანდრო ალთუნაშვილი 2028 წლის ბოლომდე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია. 29 წლის ალთუნაშვილი, რომელიც "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია, ბათუმურ კლუბს დაუბრუნდა, სადაც ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. მან ბოლო პერიოდში ისრაელის "ჰაპოელში" და ავსტრიის "ვოლფსბერგში" ითამაშა.

5 ივლისი, 2026
საზოგადოება

სკოლებში ინგლისური ენის სწავლება 1-ელი კლასის ნაცვლად მე-2 კლასიდან დაიწყება

საქართველოს სკოლებში ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასის ნაცვლად მეორე კლასიდან დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ინგლისური ენის საათები გაიზარდა მე-10 კლასში, რაც სწავლების გაძლიერებას ემსახურება.

5 ივლისი, 2026
საზოგადოება

სასწრაფოდ: ნაპოვნია ძაღლი! სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი

შიდა ქართლში, გორის ჭალის დასახლებაში, სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი იპოვეს. ცხოველთა მართვის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს და პატრონის გამოჩენას ელოდება. თუ 5 დღის ვადაში პატრონი არ გამოჩნდება, ძაღლი გაჩუქდება.

5 ივლისი, 2026