საზოგადოება
5 ივლისის ასტროლოგიური ფონი გამოირჩევა მზარდი დინამიკითა და ახალი იდეების გენერირების ძლიერი იმპულსით. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს აქტიურ სოციალურ კავშირებს, ინტელექტუალურ გაცვლასა და შემოქმედებითი ჩანაფიქრების რეალიზებას. კოსმოსური ვიბრაციები გვიბიძგებენ, რომ უშიშრად გადავდგათ ნაბიჯები სიახლეებისკენ და უარი ვთქვათ ძველ, შემზღუდველ ჩარჩოებზე.
5 ივლისი, 2026
სპორტი
სანდრო ალთუნაშვილი 2028 წლის ბოლომდე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია. 29 წლის ფეხბურთელი, რომელიც "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია, ბათუმურ კლუბს დაუბრუნდა, სადაც მანამდე ორჯერ იზეიმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. ალთუნაშვილს უთამაშია ქვეყნის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში და ეროვნული გუნდის მაისურით 8 მატჩი ჩაატარა.
5 ივლისი, 2026
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ორი მომიტინგე, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე, ვადაზე ადრე გაათავისუფლა. მათთვის შეფარდებული ერთწლიანი პატიმრობა სასჯელის შემცირების შედეგად დასრულდა. ორივე მათგანი 1 აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის გამო იყო დაკავებული.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ამერიკული MLS-ის ბინადარი „ჩიკაგო ფაიარსი“ დაინტერესებულია საქართველოს ნაკრების ნახევარმცველით, ანზორ მექვაბიშვილით. ამერიკული კლუბი რუმინულ „უნივერსიტატიას“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 1,8 მილიონ ევროს სთავაზობს, ბონუსებით კი ტრანსფერის ღირებულება 2,2 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
„ჩიკაგო ფაიარსი“ ასევე უმიზნებს ლუკა მოდრიჩის ტრანსფერს და ცოტა ხნის წინ „ბარსელონადან“ რობერტ ლევანდოვსკი გადაიბირა.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები პროდიუსერ და კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძის ირგვლივ ატეხილ ახალ სკანდალზე წერენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ცნობილია, რომ მელაძეს უკრაინული პასპორტი ჰქონდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს განაახლა კიდეც. თუმცა, ახლა ამტკიცებენ, რომ მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დასაკავებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს. მან აღნიშნა, რომ ძალები აღიდგინა და მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, თუმცა მოლაპარაკებებს დრო დასჭირდება.
5 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
ავტოიმპორტიორი, „მათე მოტორსის“ დამფუძნებელი გელა ბარკალაია აცხადებს, რომ ხელისუფლება ბიზნესის გარკვეულ წარმომადგენლებს ლობირებს და ავტობიზნესში ზეწოლას ახორციელებს. მისი თქმით, მას უკანონო დავალებებს აძლევენ, რომლებსაც ვერ ასრულებს, რადგან ეს კანონითაც აკრძალულია და ადამიანურ პრინციპებსაც ეწინააღმდეგება.
5 ივლისი, 2026
სპორტი
არტიომ დოვბიკი, რომელიც გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს“ უკავშირდებოდა, შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს. ფეხბურთელის სამსახურით „ჯენოაა“ დაინტერესებული. გარიგებას ერთი ის აბრკოლებს, რომ გენუელებს ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურთ, თუმცა „რომაში“ დოვბიკის სრულფასოვნად გასხვისებასა და ტრანსფერიდან 25 მილიონი ევროს აღებას იმედოვნებენ.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელიც ქართველი ბიზნესმენის მაკა ასათიანის საკუთრებაშია და ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუღებს. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და იწყებს საგზაო ბიტუმის წარმოებას, ხოლო 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოების შესაძლებლობა ექნება.
5 ივლისი, 2026