განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

წავა მექვაბიშვილი ლევანდოვსკისთან? რიგში მოდრიჩიცაა... | Lelo.Ge

ამერიკული MLS-ის ბინადარი „ჩიკაგო ფაიარსი“ დაინტერესებულია საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის შეძენით. რუმინელი ჟურნალისტის ცნობით, ამერიკელები მექვაბიშვილის სანაცვლოდ 1,8 მილიონ ევროს იხდიან, ბონუსებით კი ტრანსფერის ღირებულება 2,2 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ამასთან ერთად, „ჩიკაგო“ რუმინულ მხარეს მექვაბიშვილის მომდევნო ტრანსფერიდან 15%-იან წილს სთავაზობს.

5 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] მაროკომ კანადას მოუგო და მეოთხედფინალში მეტოქეს ელოდება

მუნდიალის 1/8-ფინალში მაროკომ კანადა 3:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გავიდა მეოთხედფინალში. თავიდან თამაში ნაკლებად სანახაობრივი და უხეში იყო, თუმცა შესვენების შემდეგ ნახევარმცველმა უნაიმ ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, კომპენსირებულ დროში კი რაიმიმ გაიტანა. მაროკო მეოთხედფინალში პარაგვაისა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

5 ივლისი, 2026
სპორტი

[ხელბურთი] მაჟორული ფინიში გიოტებორგში | Lelo.Ge

შვედურ გიოტებორგში დამთავრდა 16-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა კვირეული - ევროპის ღია პირველობა, რომელშიც 20 გუნდი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრებმა სასტარტო შეხვედრებისგან განსხვავებით, ფინიში მაჟორულად ჩაატარა. ჩვენი გოგონები ლიეტუვის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და პირველი გამარჯვებაც იზეიმეს.

5 ივლისი, 2026
საზოგადოება

კონსტანტინე მელაძემ ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო?

უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები პროდიუსერ და კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძის ირგვლივ ატეხილ ახალ სკანდალზე წერენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ცნობილია, რომ მელაძეს უკრაინული პასპორტი ჰქონდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს განაახლა კიდეც. თუმცა, ახლა ამტკიცებენ, რომ მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა.

5 ივლისი, 2026
სპორტი

ჰოლანი: ბრაზილიასთან განსაკუთრებული შეხვედრა იქნება

ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა განაცხადა, რომ 1/8-ფინალში ბრაზილიასთან გასამართი მატჩი მისთვის განსაკუთრებული იქნება. ჰოლანმა აღნიშნა, რომ ბრაზილია უყვარს და მათი თამაში მოსწონს. მან ასევე დასძინა, რომ ასეთ დიდ მატჩებში მონაწილეობა არასოდეს მიუღია და საკუთარი თავის გამოცდა საინტერესო იქნება.

5 ივლისი, 2026
სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟი დააკავეს

28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

5 ივლისი, 2026
სპორტი

გენერალური რეპეტიცია ესპანეთის წინ: ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა და ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზადებას შეუდგა. მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა, შემადგენლობა უცვლელი დატოვა და მატჩის მიღმა ისევ ვილი ისიანი, სანდრო სანაძე და გიორგი კობახიძე დატოვა. ნაკრები ხვალ დილას კიდევ ერთ, მსუბუქ ვარჯიშს გამართავს.

5 ივლისი, 2026
სპორტი

დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს

არტიომ დოვბიკი, რომელიც მანამდე ლა ლიგის კლუბებს, მათ შორის გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალს" უკავშირდებოდა, შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს. "ჯენოა" დაინტერესებულია უკრაინელი ფეხბურთელით, თუმცა გარიგებას ის აბრკოლებს, რომ გენუელებს მისი იჯარით აყვანა სურთ, მაშინ როცა "რომა" ტრანსფერიდან 25 მილიონი ევროს მიღებას იმედოვნებს.

5 ივლისი, 2026
საზოგადოება

„ბლექ სი პეტროლიუმი“ აცხადებს, რომ ‘სრულად არა-რუსული წარმოშობის’ ნედლი ნავთობის გადამუშავებას იწყებს

კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუხსნის. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და გეგმავს საგზაო ბიტუმის წარმოებას, ხოლო 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოებას დაიწყებს.

5 ივლისი, 2026
სპორტი

[ოფიციალურად] ბათუმის "დინამომ" საქართველოს 4-გზის ჩემპიონი დაიბრუნა | Lelo.Ge

სანდრო ალთუნაშვილი 2028 წლის ბოლომდე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია. 29 წლის ალთუნაშვილი, რომელიც "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია, ბათუმურ კლუბში ორჯერ იყო საქართველოს ჩემპიონი. მანამდე ისრაელის "ჰაპოელში" და ავსტრიის "ვოლფსბერგში" თამაშობდა.

5 ივლისი, 2026