განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

კვლავ ბათუმის "დინამოში" - სანდრო ალთუნაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა

ბათუმის "დინამომ" 29 წლის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი დაიბრუნა, რომელიც ამავე გუნდში თითქმის 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ალთუნაშვილსა და ბათუმელებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.

5 ივლისი, 2026
სპორტი

[ოფიციალურად] ბათუმის "დინამომ" საქართველოს 4-გზის ჩემპიონი დაიბრუნა | Lelo.Ge

სანდრო ალთუნაშვილი 2028 წლის ბოლომდე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია. 29 წლის ფეხბურთელი, რომელიც "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია, ბათუმურ კლუბს დაუბრუნდა, სადაც მანამდე ორჯერ იზეიმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. ალთუნაშვილს ასევე უთამაშია ისრაელის "ჰაპოელში" და ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბ "ვოლფსბერგში".

5 ივლისი, 2026
საზოგადოება

სასწრაფოდ: ნაპოვნია ძაღლი! სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი

გორში, ჭალის დასახლებაში, სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი იპოვეს. ცხოველთა მართვის სააგენტო მოუწოდებს პატრონს, რომ 5 დღის ვადაში გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძაღლი გაჩუქდება.

5 ივლისი, 2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლოს მიერ სასჯელის შემცირების შემდეგ, ორი მომიტინგე ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა, რის შედეგადაც ისინი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, თუმცა პატიმრობის ვადა 1 ივლისამდე შეამცირა, რის შედეგადაც ისინი დაგეგმილზე თითქმის ორი თვით ადრე ტოვებენ საპატიმროს.

5 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] მაროკომ კანადას მოუგო და მეოთხედფინალში მეტოქეს ელოდება

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში მაროკომ კანადა 3:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გავიდა მეოთხედფინალში. თავიდან თამაში ნაკლებად სანახაობრივი და უხეში იყო. შესვენების შემდეგ ნახევარმცველმა უნაიმ ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, კომპენსირებულ დროში რაიმიმაც გაიტანა და აფრიკულმა გუნდმა გაიმარჯვა. მაროკო მეოთხედფინალში პარაგვაისა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

5 ივლისი, 2026
საზოგადოება

კონსტანტინე მელაძემ ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო?

უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები პროდიუსერ და კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძის ირგვლივ ატეხილ ახალ სკანდალზე წერენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ცნობილია, რომ მელაძეს უკრაინული პასპორტი ჰქონდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს განაახლა კიდეც. თუმცა, ახლა ამტკიცებენ, რომ მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა.

5 ივლისი, 2026
სპორტი

ქოჩორაშვილს კონკურენტი აკლდება - "სპორტინგის" კაპიტანი სავარაუდოდ, "ატლეტიკოში" მიდის

ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკომ“ „სპორტინგთან“ გუნდის 27 წლის დანიელი კაპიტნის, მორტენ იულმანის წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. გამოცდილი შუახაზელი, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილის კონკურენტია, მზადაა, 5+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმოს.

5 ივლისი, 2026
სპორტი

დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს

არტიომ დოვბიკი, რომელიც ბოლო პერიოდში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს“ უკავშირდებოდა, შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს. ფეხბურთელის სამსახურით „ჯენოაა“ დაინტერესებული. გარიგებას ერთი ის აბრკოლებს, რომ გენუელებს ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურთ, თუმცა „რომაში“ დოვბიკის სრულფასოვნად გასხვისებასა და ტრანსფერიდან 25 მილიონი ევროს აღებას იმედოვნებენ.

5 ივლისი, 2026
პოლიტიკა

„საპრეზიდენტო არჩევნები“ ოკუპირებულ ცხინვალში 18 სექტემბერს გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.

5 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის აუცილებლობას.

5 ივლისი, 2026