საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ მედიაში წერს, რომ თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. მისი თქმით, ქალი საქართველოში შეყვარებულმა მოატყუა, შემდეგ კი ნათესავმა მამაკაცმა ბინაში შეიფარა, სადაც მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს. პატარაია ამ ფაქტს „შემზარავ ფემიციდს“ უწოდებს.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
5 ივლისის ასტროლოგიური ფონი გამოირჩევა მზარდი დინამიკითა და ახალი იდეების გენერირების ძლიერი იმპულსით. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს აქტიურ სოციალურ კავშირებს, ინტელექტუალურ გაცვლასა და შემოქმედებითი ჩანაფიქრების რეალიზებას. კოსმოსური ვიბრაციები გვიბიძგებენ, რომ უშიშრად გადავდგათ ნაბიჯები სიახლეებისკენ და უარი ვთქვათ ძველ, შემზღუდველ ჩარჩოებზე.
5 ივლისი, 2026
მსოფლიო
ვენესუელაში, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ჩამონგრეული შენობის ნანგრევებიდან 8 დღის განმავლობაში მოყოლილი მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს. მაშველებმა 100 საათზე მეტი იმუშავეს 140 ტონა ბეტონის ქვეშ მოყოლილი ერნან ხილის გადასარჩენად. ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მას „ცოცხალი სასწაული“ უწოდა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ამერიკული MLS-ის ბინადარი „ჩიკაგო ფაიარსი“ დაინტერესებულია საქართველოს ნაკრების ნახევარმცველით, ანზორ მექვაბიშვილით. ამერიკული კლუბი რუმინულ „უნივერსიტატიას“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 1,8 მილიონ ევროს სთავაზობს, ბონუსებით კი ტრანსფერის ღირებულება 2,2 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ასევე, „ჩიკაგო“ რუმინულ მხარეს მექვაბიშვილის მომდევნო ტრანსფერიდან 15%-იან წილს სთავაზობს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
24 წლის ფორვარდი ლადო ჩიხრაძე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის "იბერია 1999-ის" ღირსებას დაიცავს. ის ბოლოს ტყიბულის "მეშახტეში" ასპარეზობდა, იქამდე კი წყალტუბოს "სამგურალისა" და ფოთის "კოლხეთი 1913-ის" ღირსებას იცავდა. ლადომ კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგა ესპანეთში, სადაც "ესტრემადურაში" ასპარეზობდა, საიდანაც საქართველოში 2022 წელს დაბრუნდა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ბრაზილიასთან გასამართი მატჩის წინ ისაუბრა. ჰოლანის თქმით, ეს მისთვის განსაკუთრებული შეხვედრა იქნება, რადგან ბრაზილია უყვარს და მათი თამაში მოსწონს.
5 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა და ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ემზადება. მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიქიჩმა, შემადგენლობა უცვლელი დატოვა და მატჩის მიღმა ვილი ისიანი, სანდრო სანაძე და გიორგი კობახიძე დარჩებიან. ნაკრები ხვალ დილას მსუბუქ ვარჯიშს გამართავს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ბრედლი ბარკოლამ შესაძლოა პსჟ დატოვოს, რადგან კლუბი ახალი ფეხბურთელების შეძენას აპირებს, რაც მის სათამაშო დროს კიდევ უფრო შეამცირებს. ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას ლონდონურ გუნდში აპირებს, რომელშიც „არსენალი“ და „ლივერპული“ ინტერესდებიან.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სკოლებში ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასის ნაცვლად მეორე კლასიდან დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ინგლისური ენის საათები გაიზარდა მე-10 კლასში, რაც სწავლების გაძლიერებას ემსახურება.
5 ივლისი, 2026