საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, წინა თვესთან შედარებით კი სამომხმარებლო ფასები 0.1%-ით გაიზარდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი (16.5%-იანი ზრდა); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (8.4%-იანი ზრდა); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (7.3%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (7.2%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (5.6%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (4.7%-იანი ზრდა). კავშირგაბმულობი ფასები 6.4%-ით შემცირდა.
რაც შეეხება სურსათის კატეგორიას, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8%), ხილი და ყურძენი (8.7%), პური და პურპროდუქტები (6.6%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.5%), ზეთი და ცხიმი (5.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (4.2%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.8%), რძე, ყველი და კვერცხი (1.8%).
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.3%), თევზეული (1.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.5%), პური და პურპროდუქტები (0.1%), და მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.1%). ფასები შემცირდა შემდეგ კატეგორიებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-1.5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-13%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-1.1%), და ყავა, ჩაი და კაკაო (-0.7%).