← მთავარი
სპორტი

"დილაში" გერმანელი მცველი ითამაშებს

5 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge

“დილამ” გერმანელი მცველი ლამარ იარბროუგი დაიმატა, - ამის შესახებ გორული კლუბი იტყობინება:

“გერმანელი ცენტრალური მცველი ლამარ იარბროუგი კარიერას “დილაში” გააგრძელებს. 30 წლის უკანახაზელი ჩვენს კლუბს გერმანიის მესამე ბუნდესლიგის კლუბ “ალემანია აახენიდან” შემოუერთდა. გამოცდილ უკანახაზელს მთელი კარიერა სამშობლოში აქვს გატარებული, ყველაზე დიდი დრო მან სწორედ მესამე ბუნდესლიგაში გაატარა. “აახენის” გარდა მას კიდევ 2 ლიგა სამის კლუბ “ულმსა” და “შვაინფიურტში” უთამაშია”.

transfermarkt-ის მიხედვით ლამარ იარბროუგის (სიმაღლე 192 სმ) ფასი 225 ათასი ევროა.

← მთავარი