[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] კანადა 0:3 მაროკო. უნაიმ კანადას ოცნება მოუკლა | Lelo.Ge
მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი
კანადა 0:3 მაროკო
04.07. ჰიუსტონი. “NRG სთედიუმი”. 68 777 მაყურებელი
გოლები: 0:1 უნაი (50. ჰაკიმის პასით), 0:2 უნაი (82. ბრაჰიმ დიასის პასით), 0:3 რაჰიმი (90+8. ბრაჰიმ დიასის პასით)
კანადა (4-4-2): კრეპო 5.6* - ჯონსტონი 6.2, ბომბიტო 5.2, დე ფუჟეროლი 6.1, ლარიეა 6.0 (79. შაფელბურგი 6.7) - ბიუკენენი 5.2 (87. ნელსონი), სიგური 6.5 (87. ოსორიო), ეუშტაკიო 6.9, აჰმედი 6.6 (79. პ. დევიდი 6.5) - ოლუვასეი 6.8 (63. ლარინი 6.1), ჯ. დევიდი 6.6
მწვრთნელი: ჯესი მარში
მაროკო (4-2-3-1): ბუნუ 7.7 - ჰაკიმი 7.3, დიოპი 7.3 (87. საადანი), ჰალალი 6.6, მაზრაუი 8.0 - ბუადიდი 6.7 (63. ამრაბატი 6.2), ელ აინაუი 6.0 - ბრაჰიმ დიასი 6.7, უნაი 8.7 (87. ელ მურაბეტი), ელ ხანუსი 6.5 (63. თალბი 6.7) - საიბარი 6.4 (22. რაჰიმი 7.5)
გაფრთხილება: ჰალალი (20), ჰაკიმი (40), ლარიეა (40), ჯ. დევიდი (43), უნაი (45), ელ ხანუსი (45+6), დე ფუჟეროლი (49), ლარინი (67)
მატჩის საუკეთესო მოთამაშე: აზედინ უნაი (მაროკო)
არბიტრი: მ. ოლივერი (ინგლისი)
-
- შეფასებები Flashscore-ის მიხედვით
აზედინ უნაიმ დუბლი შეუსრულა კანადის ნაკრებს მსოფლიო თასის პირველ მერვედფინალურ მატჩში და მუნდიალის თანამასპინძელს ოცნება მოუკლა. მას კარგი სეზონი ვერ ჰქონდა “ჟირონაში”, გუნდი ლა ლიგიდან გავარდა, მაგრამ ვიღას ახსოვს ახლა ეს იმედგაცრუება!
სწორედ უნაიმ იტვირთა მაროკოელთა ლიდერობა შეხვედრაში, რომელშიც მაღრიბელებმა თავიდანვე დაკარგეს შეტევაში მთავარი კაცი - ისმაელ საიბარი, ვინც ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.
ამის მერე ლიდერობას მაროკოელთა მთავარი ვარსკვლავის, ბრაჰიმ დიასისგან ველოდით, თუმცა… ჩვენთვის (და ბევრისთვისაც) მოულოდნელად ავანსცენაზე უნაი გამოვიდა…
არადა, მართლაც საკვირველია - მიმდინარე მუნდიალზე უნაი თითქოს ერთი რიგითი წევრი იყო მაროკოს ნაკრებისა და ბევრით ვერც ვერაფრით გამოირჩეოდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში სწორედ მან იმარჯვა. “საკონტროლო გასროლა” კი სოფიან რაჰიმისა იყო.
არადა, კანადამ კარგად დაიწყო, მეტოქესაც მიაწვა და მომენტებიც ჰქონდა, თუმცა მაროკომ თანდათან “დაამშვიდა” მოწინააღმდეგე და თავად იწყო საგოლე შანსების ძიება, რომელთაგან სამი ცივსისხლიანად გამოიყენა.
ფაქტები
კანადის ნაკრები აფრიკის წარმომადგენელს პლეი-ოფის ზედიზედ მეორე რაუნდში დაუპირისპირდა. 1/16 ფინალში კანადელებმა 1:0 მოუგეს სამხრეთ აფრიკას. ყატარის 2022 წლის მუნდიალზე კი მაროკომ ჯგუფში 2:1 მოუგო კანადას.
მაროკოს ეროვნული ნაკრების მეკარე იასინ ბუნუ კანადაში, კერძოდ, მონრეალში დაიბადა.
კანადის ნაკრების მცველი, 20 წლის და 265 დღის ლუკ დე ფუჟეროლი გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი კონკაკაფ-ის წარმომადგენელი ნაკრებების შემადგენლობაში, ვინც მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე 5 მატჩი ჩაატარა. პირველია ამერიკელი ლენდონ დონოვანი. მან ეს შეძლო 20 წლის და 109 დღისამ.
აზედინ უნაი გახდა “ჟირონას” პირველი ფეხბურთელი, ვინც მიმდინარე მუნდიალზე გაიტანა.
მაროკომ მოიგო ყველა ის მატჩი, რომელშიც უნაიმ გაიტანა.
აზედინ უნაის აქამდე მუნდიალზე 11 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, პირველი გოლი კი ახლა გაიტანა.
მაროკო გახდა პირველი აფრიკული ნაკრები, რომელიც ზედიზედ მეორედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში.