განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა

„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი, შესაძლოა, კარიერას ესპანეთში აგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს.

10 ივლისი, 2026
სპორტი

ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი მომდევნო სეზონს სავარაუდოდ ახალ გუნდში დაიწყებს. „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 41 წლის ვეტერანი კალათბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ „ლეიკერსს“ ლებრონის გაშვება არ სურდა, გუნდის შეცვლა თავად ჯეიმსის სურვილი იყო.

10 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

გიორგი ბახუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს მოაწერა ხელი. ბახუაშვილს სამართალდამცავ ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, მათ შორის დაცვის პოლიციის დეპარტამენტში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

10 ივლისი, 2026
სპორტი

ჯიმი ტაბიძე "ქაისერისპორში" ითამაშებს | Lelo.Ge

თურქული მედიის ცნობით, 30 წლის ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას თურქულ "ქაისერისპორში" გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. "ქაისერი" გასულ სეზონში თურქული სუპერლიგიდან გავარდა და მიზნად უძლიერესთა შორის დაბრუნება აქვს.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] თბილისის "დინამომ" ლუქსემბურგში მოიგო - საბოლოო გამარჯვებული თბილისში გაირკვევა

თბილისის „დინამომ“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ლუქსემბურგის „მონდორფ ლე ბენი“ 2:1 დაამარცხა. გოლები ბას და ვაწაძემ გაიტანეს. საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს თბილისში გაიმართება.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] "დილამ" "ვირტუსს" 3:1 მოუგო და მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, გორის „დილამ“ საკუთარ მოედანზე სან-მარინოს „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხა. სტუმრები დებიუტში დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებმა ორი გოლით უპასუხეს და პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ „დილამ“ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოო გამარჯვება მოიპოვა. საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს გაიმართება.

10 ივლისი, 2026
პოლიტიკა

პარტიას ვთავაზობ, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“ , რომლის თავმჯდომარე მე ვიქნები, აღმასრულებელი მდივანი ნანუკა - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი - აღმასრულებელი მდივანი. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც პარტიის წევრების გარდა, ფართოდ გაუხსნის კარს ახალ წევრებსა და პროფესიონალებს.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[რაგბი. ტრანსფერი] "შავი ლომი" ახალი სეზონისთვის ძლიერდება | Lelo.Ge

საქართველოს რაგბის ნაკრები, „შავი ლომი“, ახალი სეზონისთვის შემადგენლობას აძლიერებს და 12 ახალწვეულს იმატებს. გუნდში ორი სამოელი ახალზელანდიელი მორაგბე, მაიკლ ქარი და ამაანი ვერკო-აოიონი შეუერთდება, რომლებიც მეორე-მესამე ხაზის მოთამაშეები არიან. ასევე, გუნდს დაემატებიან ქართველი მორაგბეები საფრანგეთიდან და ადგილობრივი კლუბებიდან.

10 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ნატოს სამიტზე მიწვეულთა სიაში საქართველოს არყოფნას ოპონენტებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უთანხმოება მოყვა

საქართველოს მთავრობის ოპონენტებმა და ყოფილმა დიპლომატებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ქვეყანა კვლავ არ მიიწვიეს ნატოს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება. მათი აზრით, ეს არის „ქართული ოცნების“ დემოკრატიული უკუსვლის შედეგი და ქვეყანა ნატოს პლატფორმებიდან თანდათანობით იდევნება. მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი ამ კრიტიკას „პროპაგანდისტულ კამპანიად“ აფასებენ და აცხადებენ, რომ არაწევრი ქვეყნები არც სხვა სამიტებზე იწვევენ.

10 ივლისი, 2026
სამართალი

11 წლის შემდეგ გახსნილი გიორგი კვარაცხელიას მკვლელობა - რას წერდა "ნიუპოსტი" 2015 წელს მომხდარ დანაშაულზე

პროკურატურამ 2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნა. საქმეზე ორ პირს - თორნიკე კაჭარავასა და დავით დეკანოსიძეს ბრალდება წარედგინება. "ნიუპოსტის" არქივში იძებნება სტატია, რომელიც 11 წლის წინ მომხდარ მკვლელობას ეხება.

10 ივლისი, 2026