← მთავარი
სპორტი

ძლევამოსილმა საფრანგეთმა მაროკოც დაჯაბნა და შეუჩერებლად მიიწევს წინ

10 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ძლევამოსილმა საფრანგეთმა მაროკოც დაჯაბნა და შეუჩერებლად მიიწევს წინ

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთმა მაროკო 2:0 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ გავიდა ნახევარფინალში.

ფრანგები უპირატესობას ფლობდნენ და პირველ ტაიმში გატანის რეალური შანსები გაუშვეს ხელიდან - სწრაფი კონტრიერიშისას მბაპე საჯარიმოში მაზრაუიმ წააქცია, პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა, მაგრამ ბონომ ბურთი არათუ მოიგერია, არამედ დაეუფლა. შემდეგ მეკარემ დუეს არ გაატანინა, დინმა კი ბურთი ხარიხას გაარტყა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, დეშამის გუნდი კვლავ სჯაბნიდა მეტოქეს და მბაპემ ლამაზი გოლით საფრანგეთი დააწინაურა. მერე მოწინააღმდეგის კარი დემბელემაც დალაშქრა და მატჩის ბედი გადაწყდა. კილიანმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, 77-ე წუთზე შეცვლა მოითხოვა და თავისი ფეხით დატოვა მოედანი.

ნახევარფინალში საფრანგეთი ესპანეთსა და ბელგიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ფოქსბორო. „ჯილეტ სთედიუმი“

საფრანგეთი - მაროკო 2:0

გოლები: 1:0 მბაპე (60), 2:0 დემბელე (66)

გამოუყენებელი პენალტი: მბაპე (28, საფრანგეთი)

← მთავარი