გერმანიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (W100) პირველ წრეში, როგორც ვწერდით, ასპარეზობის მე-7 ნომერმა ეკატერინე გორგოძემ სლოვაკ მია პოჰანკოვას მოუგო - 1:6, 6:0, 6:1 და მერვედფინალში გავიდა, სადაც 19 წლის გერმანელ ვალენტინა შტაინერს სძლია - 6:1, 6:2. მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელი ასპარეზობის მე-4 ნომერს - ხულია რიერას (არგენტინა) შეხვდება.
ბელგიურ ლიეჟში წყვილთა შეჯიბრების მეოთხედფინალში საბა ფურცელაძე და ნიკლას შელი (გერმანია) ბელგიელებს - ემილიენ დემანეტსა და ნიელს რატიუს ვერ გაუმკლავდნენ - 2:6, 5:7.