სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის გათამაშების მეორე ტურში, შაბათს, სამოას ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, სადაც რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ახალი მოთამაშეა, ორმა კი პოზიცია შეიცვალა.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. რუსული მედია იტყობინება, რომ განგაში პირველად ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. მოსახლეობას მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები და არ სცადონ დრონების დამოუკიდებლად ჩამოგდება.
10 ივლისი, 2026
სპორტი
ანზორ მექვაბიშვილის "უნივერსიტატეამ" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად 4:1 აჯობა ბელარუსის ჩემპიონ "ვიტებსკს". ქართველი ფეხბურთელი, უკრაინელ და პორტუგალიელ თანაგუნდელებთან ერთად, ბელარუს მოთამაშეებს არ მიესალმა. ამ ჟესტით მათ გამოხატეს პოზიცია აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ოცნების პროპაგანდისტი“ ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს. მოროშკინამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს საზიანოდ მოქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საჭიროა ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გიორგი ბახუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს მოაწერა ხელი. ბახუაშვილს სამართალდამცავ ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, მათ შორის დაცვის პოლიციაში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.
10 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. მისი თქმით, ირანელები მატყუარები არიან და მათთან მოლაპარაკებების გაგრძელება დროის კარგვაა. ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ მოახდენს ქვეყნის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებას.
10 ივლისი, 2026
სპორტი
კოლუმბიაში გამართულ 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა დავით კილაძემ ორჭიდში 279 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა. მან ასევე დაამყარა საქართველოს რეკორდები ატაცში, აკვრასა და ორჭიდში.
10 ივლისი, 2026
სპორტი
მიუნხენში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ცურვაში, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანა ნიჟარაძემ გოგონათა 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში ფინალში მეექვსე ადგილი დაიკავა. მან დისტანცია 59.72 წამში დაფარა. ასევე, ანდრეა ფოლადაშვილმა 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იასპარეზა და ნახევარფინალში მე-5 ადგილი აიღო.
10 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობობიექტებზე მიტანილი დარტყმები ესკალაციაა, თუმცა შესაძლოა ომის დასასრულამდე მიგვიყვანოს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
„პარი სენ-ჟერმენმა“ 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი გაბრიელ მოსკარდო მესამედ გაანათხოვრა. მოსკარდო პსჟ-მ „კორინთიანსისგან“ 2024 წელს 20+2 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა პარიზულ გუნდში არასდროს უთამაშია. ის იჯარით ჯერ „რეიმსში“, შემდეგ „ბრაგაში“ იყო, ახლა კი „ესპანიოლში“ გაუშვეს.
10 ივლისი, 2026