მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობობიექტებზე მიტანილი დარტყმები ესკალაციაა, თუმცა შესაძლოა ომის დასასრულამდე მიგვიყვანოს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
პსჟ-მ 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი გაბრიელ მოსკარდო მესამედ გაანათხოვრა. მოსკარდო პსჟ-მ „კორინთიანსისგან“ 2024 წელს 20+2 მილიონ ევროდ შიძინა, თუმცა პარიზულ გუნდში საერთოდ არ უთამაშია. ის იჯარით ჯერ „რეიმსში“ იყო, შემდეგ „ბრაგაში“, ახლა კი „ესპანიოლში“ გაუშვეს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
"კრისტალ პალასის" ყოფილი თავკაცი ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და 51 წლის სპეციალისტი ხელს 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს. "ნოტინგემი" ვიტორ პერეირას გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას მალე გამოაცხადებს და მას კონტრაქტს ვადაზე ადრე შეუწყვეტს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
Goal-მა განაახლა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონატმა გარკვეული კორექტივები შეიტანა. პსჟ-ს ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად მერვე პოზიციაზეა განთავსებული. რეიტინგის საბოლოო სახე ტურნირის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
10 ივლისი, 2026
სპორტი
„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი, შესაძლოა, კარიერას ესპანეთში აგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
ანზორ მექვაბიშვილის "უნივერსიტატეამ" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად 4:1 აჯობა ბელარუსის ჩემპიონ "ვიტებსკს". მატჩამდე მექვაბიშვილი, უკრაინელ ოლეკსანდრ რომანჩუკთან და პორტუგალიელ ტელიეშთან ერთად, ბელარუს ფეხბურთელებს არ მიესალმა. ამ ჟესტით მათ გამოხატეს პოზიცია აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით.
10 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ლებრონ ჯეიმსი, მომდევნო სეზონს სავარაუდოდ ახალ გუნდში დაიწყებს. მიუხედავად იმისა, რომ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ მისი დატოვება არ სურდა, თავად ჯეიმსის სურვილი გახდა გუნდის შეცვლა. NBA-ის ინსაიდერების ცნობით, „მეფე“ მომდევნო სეზონში სამი გუნდიდან ერთ-ერთს შეუერთდება.
10 ივლისი, 2026
სპორტი
თურქული მედიის ცნობით, 30 წლის ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას თურქულ "ქაისერისპორში" გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. "ქაისერი" გასულ სეზონში თურქული სუპერლიგიდან გავარდა და მიზნად უძლიერესთა შორის დაბრუნება აქვს.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი - აღმასრულებელი მდივანი. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც პარტიის წევრების გარდა, სხვა აქტიურ მოქალაქეებსაც გააერთიანებს.
სააკაშვილი აცხადებს, რომ პარტია იწყებს ძირეულ და სისტემურ რეფორმებს, რათა ქვეყანაში დიქტატურის პირობებში ეფექტურად იბრძოლოს და ახალი, სახალხო მოძრაობა ჩამოაყალიბოს.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ოპონენტებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ქვეყანა კვლავ არ მიიწვიეს ნატოს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში მიემგზავრება, სადაც სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“ მიიღებს მონაწილეობას. ოპონენტების აზრით, ეს საქართველოს ნატოს პლატფორმებიდან თანდათანობით გამოძევების ნაწილია.
10 ივლისი, 2026