სპორტი
მიუნხენში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ცურვაში, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანა ნიჟარაძემ 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში ფინალში მეექვსე ადგილი დაიკავა. მან დისტანცია 59.72 წამში დაფარა. ასევე, ანდრეა ფოლადაშვილმა 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იასპარეზა და ნახევარფინალში მე-5 ადგილი აიღო.
10 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს უკრაინას საშუალებას მისცემს, თავად აწარმოოს რაკეტები და აღარ მოუწიოს ჩივილი მიწოდების სიმცირეზე.
10 ივლისი, 2026
სპორტი
პსჟ-მ 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი გაბრიელ მოსკარდო მესამედ გაანათხოვრა. მოსკარდო პსჟ-მ „კორინთიანსისგან“ 2024 წელს 20+2 მილიონ ევროდ შიძინა, თუმცა პარიზულ გუნდში საერთოდ არ უთამაშია. ის იჯარით ჯერ „რეიმსში“ იყო, შემდეგ „ბრაგაში“, ახლა კი „ესპანიოლში“ გაუშვეს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
"კრისტალ პალასის" ყოფილი თავკაცი ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და 51 წლის სპეციალისტი ხელს 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს. "ნოტინგემი" ვიტორ პერეირას გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას მალე გამოაცხადებს და მას კონტრაქტს ვადაზე ადრე შეუწყვეტს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ლებრონ ჯეიმსი, მომდევნო სეზონს სავარაუდოდ ახალ გუნდში დაიწყებს. მიუხედავად იმისა, რომ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ მისი დატოვება არ სურდა, გადაწყვეტილება თავად ჯეიმსმა მიიღო. NBA-ის ინსაიდერების ცნობით, „მეფე“ კარიერას „მაიამი ჰიტში“, „კლივლენდ კავალიერსში“ ან „ფილადელფია სიქსერსში“ გააგრძელებს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
თურქული მედიის ცნობით, 30 წლის ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას თურქულ "ქაისერისპორში" გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. "ქაისერი" გასულ სეზონში თურქული სუპერლიგიდან გავარდა და მიზნად უძლიერესთა შორის დაბრუნება აქვს.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა ახლადშექმნილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად. აკადემია, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, განახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. სტუდენტების მიღება 2027 წელს დაიწყება.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეგიონულმა მედია საშუალებამ, „ჩემი ხარაგაული“, განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტი ადგილობრივი საკრებულოს სხდომის ფოტოდან ამოჭრეს. მედიის საშუალების ინფორმაციით, ხარაგაულის საკრებულომ 6 ივლისის სხდომის ფოტოები ატვირთა და ერთ-ერთიდან ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ამოჭრა მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას იჯდა. ინციდენტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან კრიტიკა მოყვა.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი - აღმასრულებელი მდივანი. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც პარტიის წევრების გარდა, სხვა აქტიურ მოქალაქეებსაც გააერთიანებს. სააკაშვილი აცხადებს, რომ პარტია ძირეულ რეფორმებს იწყებს და ივლისის ბოლოს ყრილობა ჩატარდება.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს არ მიწვევამ ნატოს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც ანკარაში იმართება, მთავრობის ოპონენტებსა და მმართველ პარტიას შორის დაპირისპირება გამოიწვია. ოპონენტები ამას დემოკრატიული უკუსვლის შედეგად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ქვეყანა ნატოს პლატფორმებიდან იდევნება, მაშინ როცა მმართველი პარტია კრიტიკას პროპაგანდას უწოდებს.
10 ივლისი, 2026