სპორტი
[VIDEO] თბილისის "დინამომ" ლუქსემბურგში მოიგო - საბოლოო გამარჯვებული თბილისში გაირკვევა
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, თბილისის „დინამომ“ გასვლაზე ლუქსემბურგის „მონდორფ ლე ბენს“ 2:1 სძლია.
„დინამომ“ პირველი ტაიმი 2:0 ბას და ვაწაძის გოლებით მოიგო (ორივე გოლი ჩაწოდებული კუთხურის შედეგად თავურით გაიტანეს). ორივეს გადაცემა ნინუამ გაუკეთა. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში შეამცირეს და საბოლოოდ ქეცბაიას გუნდმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს თბილისში ჩატარდება.
მონდორფ ლე ბენი. „სტად ჯონ გრიუნი“
მონდორფ ლე ბენი - დინამო (თბ) 1:2
გოლები: 0:1 ბა (2), 0:2 ვაწაძე (19), 1:2 ფარი (71)
დინამო (თბ): ლორია, კალანდაძე, სანტოსი, ტეიშეირა (დანელია 89), ბა, ფსალტისი (კვარაცხელია 66), ნინუა, ოსეი, კურლიჩი, ციკოლია (კაკაშვილი 46), ვაწაძე (ქვარცხავა 61)