← მთავარი
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა

10 ივლისი, 2026 · წყარო: civil.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა

რუსული მედია იტყობინება ოკუპირებულ აფხაზეთის „თავდაცვის სამინისტროზე“ დაყრდნობით, რომ 7 ივლისს ოკუპირებულ რეგიონში დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. აფხაზეთის ადგილობრივ მედიას მსგავსი ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინება, რომ განგაში პირველად ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. „შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალები და მორიგე დანაყოფები საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ“, – იტყობინება საინფორმაციო სააგენტო დე ფაქტო სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

კიდევ ერთმა რუსულმა გამოცემა „სპუტნიკმა“, იმავე წყაროზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ მაცხოვრებლებს მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები, სხვებიც გააფრთხილონ საფრთხის შესახებ, მოერიდონ დრონებს და არ სცადონ მათი დამოუკიდებლად ჩამოგდება.

იმავე საღამოს, აფხაზეთის დე ფაქტო „თავდაცვის სამინისტრომ“ კიდევ ერთი გაფრთხილება გაავრცელა, სადაც მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვას საინფორმაციო უსაფრთხოების წესები.

← მთავარი