განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს

"კრისტალ პალასის" ყოფილი თავკაცი ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და 51 წლის სპეციალისტი ხელს 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს. "ნოტინგემი" ვიტორ პერეირას გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას მალე გამოაცხადებს და მას კონტრაქტს ვადაზე ადრე შეუწყვეტს.

10 ივლისი, 2026
სპორტი

"ოქროს ბურთი 2026" - ცნობილი გახდა რომელ პოზიციაზეა კვარაცხელია

Goal-მა განაახლა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი, სადაც მსოფლიო ჩემპიონატმა გარკვეული კორექტივები შეიტანა. პსჟ-ს ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად მერვე პოზიციაზეა განთავსებული. რეიტინგის საბოლოო სახე ტურნირის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

10 ივლისი, 2026
სპორტი

მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა

„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი, შესაძლოა, კარიერას ესპანეთში აგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს.

10 ივლისი, 2026
სპორტი

ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ლებრონ ჯეიმსი, მომდევნო სეზონს სავარაუდოდ ახალ გუნდში დაიწყებს. „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 41 წლის ვეტერანი კალათბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს მისი გაშვება არ სურდა, ჯეიმსის სურვილი იყო გუნდის შეცვლა.

10 ივლისი, 2026
სპორტი

ჯიმი ტაბიძე "ქაისერისპორში" ითამაშებს | Lelo.Ge

თურქული მედიის ცნობით, 30 წლის ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას თურქულ "ქაისერისპორში" გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება მიღწეულია. "ქაისერი" გასულ სეზონში თურქული სუპერლიგიდან გავარდა და მიზნად უძლიერესთა შორის დაბრუნება აქვს.

10 ივლისი, 2026
სპორტი

"დილამ" "ვირტუსს" 3:1 მოუგო და მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, გორის „დილამ“ საკუთარ მოედანზე სან-მარინოს „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხა. სტუმრები დებიუტში დაწინაურდნენ, მასპინძლებმა კი ორი გოლით უპასუხეს და პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ „დილამ“ შეტევები გააგრძელა, კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა. საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს გაიმართება.

10 ივლისი, 2026
პოლიტიკა

პარტიას ვთავაზობ, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“ , რომლის თავმჯდომარე მე ვიქნები, აღმასრულებელი მდივანი ნანუკა - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ხოლო აღმასრულებელ მდივნად ნანუკა ჟორჟოლიანს განიხილავს. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც პარტიის წევრების გარდა, სხვა აქტიურ მოქალაქეებსაც გააერთიანებს.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[რაგბი. ტრანსფერი] "შავი ლომი" ახალი სეზონისთვის ძლიერდება | Lelo.Ge

საქართველოს რაგბის კლუბი „შავი ლომი“ ახალი სეზონისთვის შემადგენლობას აძლიერებს და ტრანსფერზე 12 ახალ მოთამაშეს იმატებს. გუნდს ორი ახალი, სამოური წარმოშობის ახალზელანდიელი მოთამაშე შეუერთდება: მაიკლ ქარი და ამაანი ვერკო-აოიონი, რომლებიც მეორე-მესამე ხაზში თამაშობენ.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[რაგბი. ერთა თასი] სამოასთან "ბორჯღალოსნების" საბრძოლო რაზმი ცნობილია | Lelo.Ge

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის გათამაშების მეორე ტურში, შაბათს, სამოას ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, სადაც რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ახალი მოთამაშეა, ორმა კი პოზიცია შეიცვალა.

10 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ნატოს სამიტზე მიწვეულთა სიაში საქართველოს არყოფნას ოპონენტებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უთანხმოება მოყვა

საქართველოს მთავრობის ოპონენტებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ქვეყანა კვლავ არ მიიწვიეს ნატოს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს საქართველოს ნატოს პლატფორმებიდან თანდათანობით გამოძევების ნაწილია.

10 ივლისი, 2026