← მთავარი
სპორტი

მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა

9 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
მოურინიომ

„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ შეიძლება კარიერა ესპანეთში გააგრძელოს, - იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს.

შოტლანდიელი „ნაპოლიმ“ 2004 წელს „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ 30 მილიონ ევროდ შეიძინა, ახლა კი Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 40 მილიონია. მაკტომინეიმ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 44 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

← მთავარი