სპორტი
ანზორ მექვაბიშვილის "უნივერსიტატეამ" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად 4:1 აჯობა ბელარუსის ჩემპიონ "ვიტებსკს". მატჩის დაწყებამდე მექვაბიშვილმა, უკრაინელ ოლეკსანდრ რომანჩუკთან და პორტუგალიელ ტელიეშთან ერთად, უარი განაცხადა ბელარუს ფეხბურთელებისთვის ხელის ჩამორთმევაზე. ამ ჟესტით მათ გამოხატეს პოზიცია აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ოცნების“ პროპაგანდისტი ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. მისი აზრით, საჭიროა ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა და ამ პროცესს „37 წელი“ დაარქვან, რადგან ამაში საქილიკოს ვერაფერს ხედავს.
10 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. მისი თქმით, ირანელები მატყუარები არიან და მათთან ურთიერთობა დროის კარგვაა. ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ მოახდენს ირანის დენუკლეარიზაციას.
10 ივლისი, 2026
სპორტი
კოლუმბიაში გამართულ 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დავით კილაძემ ორჭიდში 279 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა და საქართველოს ნაკრების ყულაბა სამი მედლით შეავსო. მან ასევე დაამყარა საქართველოს რეკორდები ატაცში, აკვრასა და ორჭიდში.
10 ივლისი, 2026
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ ემინ ალიევს, აზერბაიჯანელი ქალის, ფატიმა კარიმოვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით მოხდა. ბრალდებული, სავარაუდოდ, თურქეთში დააკავეს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
მიუნხენში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ცურვაში, 100 მეტრზე ბატერფლაით, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანა ნიჟარაძემ ფინალში მეექვსე ადგილი დაიკავა. მან დისტანცია 59.72 წამში დაფარა. ასევე, ანდრეა ფოლადაშვილმა 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იასპარეზა და ფინალისტთა რეზერვში მოხვდა.
10 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობობიექტებზე მიტანილი დარტყმები ესკალაციაა, თუმცა შესაძლოა ომის დასასრულამდე მიგვიყვანოს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
პსჟ-მ 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი გაბრიელ მოსკარდო მესამედ გაანათხოვრა. მოსკარდო პსჟ-მ „კორინთიანსისგან“ 2024 წელს 20+2 მილიონ ევროდ შიძინა, თუმცა პარიზულ გუნდში საერთოდ არ უთამაშია. ის იჯარით ჯერ „რეიმსში“ იყო, შემდეგ „ბრაგაში“, ახლა კი „ესპანიოლში“ გაუშვეს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
ოლივერ გლასნერი, რომელიც მანამდე "კრისტალ პალასს" ხელმძღვანელობდა, ინგლისურ "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს. გავრცელებული ინფორმაციით, 51 წლის სპეციალისტი კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. "ნოტინგემი" მალე ოფიციალურად დაადასტურებს ვიტორ პერეირას გათავისუფლებას.
10 ივლისი, 2026
სპორტი
Goal-მა განაახლა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი, სადაც მსოფლიო ჩემპიონატმა გარკვეული კორექტივები შეიტანა. პსჟ-ს გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია, ამჟამად მერვე პოზიციაზეა განთავსებული. რეიტინგის საბოლოო სახე ტურნირის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
10 ივლისი, 2026