პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ჰააგის დეკლარაცია და რეზოლუციები, რომლებიც გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო. დეკლარაცია მოუწოდებს საქართველოს გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და გააუქმოს შემზღუდავი კანონმდებლობა. საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომათა დარბაზი დატოვა.
10 ივლისი, 2026
სპორტი
Goal-მა განაახლა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი, სადაც მსოფლიო ჩემპიონატმა გარკვეული კორექტივები შეიტანა. პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად მერვე პოზიციაზეა განთავსებული. რეიტინგის საბოლოო სახე ტურნირის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
10 ივლისი, 2026
სპორტი
ანზორ მექვაბიშვილის "უნივერსიტატეამ" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად 4:1 აჯობა ბელარუსის ჩემპიონ "ვიტებსკს". მატჩის დაწყებამდე, მექვაბიშვილმა, უკრაინელ ოლეკსანდრ რომანჩუკთან და პორტუგალიელ ტელიეშთან ერთად, ბელარუს ფეხბურთელებს ხელი არ ჩამოართვა. ამ ჟესტით მათ გამოხატეს პოზიცია აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ოცნების პროპაგანდისტი“ ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. მან განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს. მოროშკინამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს საზიანოდ მოქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საჭიროა ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გიორგი ბახუაშვილი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გეკა გელაძის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს მოაწერა ხელი.
10 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. მისი თქმით, ირანელები მატყუარები არიან და მათთან ურთიერთობა დროის კარგვაა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ არ დაუშვებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებას.
10 ივლისი, 2026
სპორტი
მიუნხენში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ცურვაში, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანა ნიჟარაძემ 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში ფინალურ გაცურვაში მეექვსე ადგილი დაიკავა. მან დისტანცია 59.72 წამში დაფარა. ასევე, ანდრეა ფოლადაშვილმა 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იასპარეზა და ნახევარფინალში მე-5 ადგილი დაიკავა, თუმცა ფინალში გასასვლელად მცირედი დააკლდა.
10 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობობიექტებზე მიტანილი დარტყმები ესკალაციაა, თუმცა შესაძლოა ომის დასასრულამდე მიგვიყვანოს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
პსჟ-მ 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი გაბრიელ მოსკარდო მესამედ გაანათხოვრა. მოსკარდო პსჟ-მ „კორინთიანსისგან“ 2024 წელს 20+2 მილიონ ევროდ შიძინა, თუმცა პარიზულ გუნდში საერთოდ არ უთამაშია. ის იჯარით ჯერ „რეიმსში“ იყო, შემდეგ „ბრაგაში“, ახლა კი „ესპანიოლში“ გაუშვეს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
ოლივერ გლასნერი, რომელიც მანამდე "კრისტალ პალასს" ხელმძღვანელობდა, ინგლისურ "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს. გავრცელებული ინფორმაციით, 51 წლის სპეციალისტი კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. "ნოტინგემი" მალე ოფიციალურად დაადასტურებს ვიტორ პერეირას გათავისუფლებას.
10 ივლისი, 2026