← მთავარი
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/4 ფინალი] საფრანგეთი 2:0 მაროკო. თამაში ცალ კარში - ფრანგულმა მონსტრმა მაროკოც გადაყლაპა! | Lelo.Ge

10 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/4 ფინალი] საფრანგეთი 2:0 მაროკო. თამაში ცალ კარში - ფრანგულმა მონსტრმა მაროკოც გადაყლაპა! | Lelo.Ge

მსოფლიო თასი 2026. 1/4 ფინალი

საფრანგეთი 2:0 მაროკო

10.07. ბოსტონი. “ჯილეტ სთედიუმი”. 63 811 მაყურებელი

გოლები: 1:0 მბაპე (60. დ. დუეს პასით), 2:0 დემბელე (66. მბაპეს პასით)

გამოუყენებელი პენალტი: მბაპე (28)

საფრანგეთი (4-2-3-1): მენიანი 6.9 - კუნდე 6.9 (87. გუსტო), უპამეკანო 8.0, უ. სალიბა 7.1, დინი 7.3 - კონე 7.4 (71. ზაირ-ემერი 6.5), რაბიო 7.3 - დემბელე 8.4, ოლისე 7.3, დ. დუე 7.5 (77. ბარკოლა 6.8) - მბაპე 8.2 (77. მატეტა 6.4)

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

მაროკო (4-2-3-1): ბუნუ 7.4 - ჰაკიმი 5.6, დიოპი 6.3, მაზრაუი 5.9, სალაჰ-ედინი 5.8 (74. ელ უაჰდი 6.3) - ბუადი 5.6 (62. ამრაბატი 6.4), ელ აინაუი 6.3 - ბრაჰიმ დიასი 5.9 (74. იასინი 6.6), უნაი 6.6, თალბი 5.7 () - ელ ხანუსი 6.2 (62. რაჰიმი 6.2)

მწვრთნელი: მოჰამედ უაჰბი

გაფრთხილება: დიოპი (63)

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: კილიან მბაპე (საფრანგეთი)

არბიტრი: ფ. ტელიო (არგენტინა)

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია. “მამლებმა” ულაპარაკოდ დაჯაბნეს სიმპათიური მაროკო. დიდიე დეშამის გუნდი ნამდვილი მონსტრია და ძალიან, ძალიან უნდა გაჭირდეს მისი შეჩერება ოქროსაკენ სავალ გზაზე.

თითქმის მთელი მატჩი ფავორიტმა მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს გაატარა. შექმნა უამრავი შანსი. რომ არა ჩრდილოაფრიკელთა კარის დარაჯის, იასინ ბონოს შესანიშნავი თამაში, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ანგარიშში სხვაობა გაცილებით დიდიც შეიძლებოდა ყოფილიყო - იასინ ბუნუმ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თვით კილიან მბაპეს არ გაატანინა პენალტი.

და მაინც, მთავარი და პირველი სიტყვა სწორედ მბაპემ თქვა - თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე ფრანგთა მიძალება მან დააგვირგვინა დიდოსტატური გოლით. ისა დიოპმა დარტყმული ვერ დაბლოკა. მერე კი უსმან დემბელემ გაიბრწყინა, “ასისტი” კი მბაპესი იყო.

მაროკო შესანიშნავი იყო ამ მუნდიალზე, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი და აბა, ფრანგულ მონსტრთან რას გახდებოდა - ალბათ თავად მაროკოელელებიხ ხვდებიან, რომ უშანსოდ წააგეს.

ერთადერთი, რაზეც ფრანგებმა შეიძლება ინერვიულონ, კილიან მბაპეს მიკროტრავმაა. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და მბაპე ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში. ეს ზოგადად ფეხბურთისათვის იქნება კარგი.

ფაქტები

მაროკოს ნაკრების ნახევარმცველი, აიუბ ბუადი, გახდა პელეს შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშა. მან ეს 18 წლის და 280 დღისამ შეძლო, პელე კი 17 წლის და 239 დღის იყო. მესამე ადგილზეა ინგლისელი აარონ ლენონი (19 წლის და 76 დღის).

საფრანგეთისა და მაროკოს ნაკრებები ერთმანეთს მეშვიდედ შეხვდნენ. საფრანგეთის ეროვნულ გუნდს არასოდეს წაუგია. 2022 წლის მუნდიალის ნახევარფინალში ფრანგებმა მაროკოს 2:0 მოუგეს.

დიდიე დეშამმა 25-ე მატჩი ჩაატარა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა გერმანიის ფედერაციული რესპაბლიკის ნაკრების ლეგენდარულ თავკაც ჰელმუტ შიონს. დეშამის ანგარიშზე 20 გამარჯვებაა და ეს ერთპიროვნული რეკორდია.

კილიან მბაპემ მე-20 გოლი გაიტანა მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე.

კილიან მბაპემ პირველი 11-მეტრიანი გააფუჭა მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე.

1966 წლის შემდეგ კილიან მბაპე გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ზედიზედ ორ მუნდიალზე გაიფორმა შედეგიანი ქმედებების (გოლს პლუს პასი) ორნიშნა მაჩვენებელი.

← მთავარი