სპორტი
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ზურიკო დავითაშვილი სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა
onefootball-ის ინფორმაციით, “სენტ ეტიენისა” და საქართველოს ნაკრების 25 წლის შემტევი ზურიკო დავითაშვილი იტალიის სერია A-ს ბინადარ “ატალანტაში” გადასვლასთანაა ახლოს.
ბერგამოელებმა ფრანგულ მხარეს მომხიბვლელი 8-ნიშნა შეთავაზება გაუკეთეს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და წესით, შეთანხმებაც მალე უნდა შედგეს.
წყარო აღნიშნავს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა ინტერესი ძალიან სერიოზულია და აქტიური მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.
შეხსენებისთვის, “ატალანტამ” გასულ სეზონში სერია A-ში მე-7 პოზიცია დაიკავა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს. კლუბს ამ ზაფხულს სათავეში ცნობილი იტალიელი სპეციალისტი მაურისიო სარი ჩაუდგა.