განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
მსოფლიო

ქარხნები ბრიანსკში, ნავთობის საცავი ბელგოროდში - უკრაინამ რუსეთზე დარტყმის შესახებ განაცხადა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში დაარტყეს სამხედრო დანიშნულების ორ ქარხანას, ხოლო ბელგოროდში აეროდრომის ნავთობის ბაზას. ეს 7 ივლისს განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა. უკრაინის გენშტაბის თანახმად, რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად ქალაქ ბრიანსკში დაარტყეს მიკროელექტრონიკის ქარხანა „კრემნიი ელ“-ს, რომელიც კომპონენტებს აწარმოებს რუსული იარაღისთვის.

7 ივლისი, 2026
სპორტი

[ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი. U20] კრახი დებიუტშივე | Lelo.Ge

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორმენებმა ფრიად არასახარბიელო სტარტი აიღეს. ხუთივე ქართველმა ფალავანმა ნაადრევად დაასრულა ასპარეზობა და მედლის მოპოვების შანსი დაკარგა. 7 ივლისს ევროპის ჩემპიონატში წინასწარი ეტაპის შეხვედრებს „მეორე ხუთეული“ ჩაატარებს.

7 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] ახლა რაღას გახდება ტრამპი? - ბალოგუნიანი აშშ ბელგიასთან განადგურდა

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მასპინძელი აშშ-ს ნაკრები ბელგიასთან 1:4 დამარცხდა. ბელგიის ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.

7 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] ახლა რაღას გახდება ტრამპი? - ბალოგუნიანი აშშ ბელგიასთან განადგურდა

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მასპინძელი აშშ-ს ნაკრები ბელგიასთან 1:4 დამარცხდა. ბელგიის ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალში, ესპანეთს დაუპირისპირდება.

7 ივლისი, 2026
სამართალი

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის საქმეზე 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ და თბილისში მოწყობილ სამალავებში ინახავდნენ, რის შემდეგაც ინტერნეტპლატფორმის მეშვეობით ყიდდნენ.

7 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] 41 წლის რონალდომ თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი - პორტუგალიის ისტორიაში დიდი ეპოქა დასრულდა

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან მარცხის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდომ, რომელიც ამბობდა, რომ ეს მისი ბოლო მუნდიალი იყო, თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. მან მსოფლიოს 6 ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, საუკეთესო შედეგი კი 2006 წელს მე-4 ადგილი იყო.

7 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] პორტუგალია 0:1 ესპანეთი. უკეთესი თამაში, მეტი კონტროლი, მეტი შანსი... | Lelo.Ge

ესპანეთის ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. მატჩში ესპანელებმა უკეთესი თამაში აჩვენეს, მეტად აკონტროლეს ბურთი და მეტი საგოლე მომენტი შექმნეს. გადამწყვეტი გოლი მიკელ მერინომ გაიტანა ფერან ტორესის პასით.

7 ივლისი, 2026
საზოგადოება

კახეთში საფრთხის დონე მაღალია - დღეიდან 9 ივლისამდე აღმ. საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. კახეთის რეგიონში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, რის გამოც საფრთხის დონე მაღალი იქნება.

7 ივლისი, 2026
სამართალი

ბაჩო ახალაიას „ივანიშვილის დამხობის“ შესახებ განცხადებისთვის 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო „ხელისუფლების დამხობის მოწოდების თაობაზე“ გაკეთებული განცხადების გამო. ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს.

7 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ყაველაშვილი ჟენევაში ხელოვნური ინტელექტის შესახებ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა და გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ჟენევაში გაეროს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ გამართულ გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის განვითარების გავლენას გაეროს მუშაობის სამივე საყრდენზე: მშვიდობა და უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები და მდგრადი განვითარება. მან ასევე შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, და საქართველოს მზადყოფნა დააფიქსირა გაეროსთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად.

7 ივლისი, 2026