საზოგადოება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ეს ნაბიჯი წინა გეგმების შეცვლას ცხადყოფს, რომლის მიხედვითაც ერთ მსხვილ ინვესტორს, კერძოდ კი ბოლოს შერჩეულ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს, სადავო მეგაპროექტის განვითარების უფლება მიენიჭა.
7 ივლისი, 2026
მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევს იერიში მიიტანა, რასაც სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 46 ადამიანი, რომელთაგან 27 ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის სამი ბავშვი. ნგრევა და დაზიანებები დაფიქსირდა ქალაქის ოთხ რაიონში, განსაკუთრებით პოდოლსკის რაიონში.
7 ივლისი, 2026
სამართალი
მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის, ვადიმ ერმოლაევის სახლთან მომხდარი აფეთქების საქმეზე ძებნილი ქალი, ანასტასია ბერეზოვსკაია, კიევთან მოკლული იპოვეს. მას მონაკოს პროკურატურა მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდა. უკრაინული მედიის ცნობით, ცხედარი 6 ივლისის ღამეს აღმოაჩინეს.
7 ივლისი, 2026
სპორტი
A Bola-ს ინფორმაციით, პორტუგალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი 71 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ჟორჟე ჟეზუსი გახდება. ის ამ პოსტზე რობერტო მარტინესს შეცვლის, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება ესპანეთთან მუნდიალზე მერვედფინალში 0:1 მარცხის შემდეგ გააკეთა.
7 ივლისი, 2026
სამართალი
სომხეთში დააკავეს ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, ბიზნესმენი გაგიკ წარუკიანი. დაკავებამდე, 6 ივლისს სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს წარუკიანის სახლი და კომპანიები. ადვოკატის განცხადებით, წარუკიანს ბრალად ედება თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში დახმარება, რაც მისი თქმით, „სასაცილო და აბსურდული ბრალდებაა“.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ამ მოდელით, პორტი განვითარდება არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც ტვირთების მოზიდვისა და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. კახეთის რეგიონში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, რამაც შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
7 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, არ აღდგება ქვეყნის ევროპული კურსი და არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ევროინტეგრაცია ქვეყნის საყოველთაო არჩევანია.
7 ივლისი, 2026
სამართალი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო „ხელისუფლების დამხობის მოწოდების თაობაზე“ გაკეთებული განცხადების გამო. ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს.
7 ივლისი, 2026
სპორტი
მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორმენებმა არასახარბიელო სტარტი აიღეს. ხუთივე ქართველმა ფალავანმა ნაადრევად დაასრულა ასპარეზობა და მედლის მოპოვების შანსი დაკარგა. 7 ივლისს ჩემპიონატში მონაწილეობას მეორე ხუთეული მიიღებს.
7 ივლისი, 2026